როგორ უნდა მოვიქცეთ პოდგრის შეტევისას, რა საკვები გვეკრძლება და სამკურნალო რეცეპტები, რომლებიც ტკივილს შეგვიმსუბუქებს - rogor.ge

როგორ უნდა მოვიქცეთ პოდგრის შეტევისას, რა საკვები გვეკრძლება და სამკურნალო რეცეპტები, რომლებიც ტკივილს შეგვიმსუბუქებს

მწვავე პოდაგრული კრიზის ჩამთავრების შემდეგ ავადმყოფს უნდა დაენიშნოს ბაზისური თერაპია, რომელიც ხორციელდება ურიკოდეპრესანტებისა (ალოპურინოლი, მილურიტი, თიოპურინოლი და სხვა) და ურიკოელიმინატორების (ანტურანი, ეტამიდი, ბენემიდი) მეშვეობით. შარდკენჭოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება შარდის გასატუტიანებელი პრეპარატები - მაგურლიტი, სოლურანი, ბლემარენი და სხვა.

პოდაგრის დროს აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალს რომ გაეცნობით, ალბათ იფიქრებთ, რომ ყველზე გემრიელ კერძებს უნდა შეელიოთ. მაგრამ ჩვენი გემოვნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვევაა, რომლის შეცვლაც შესაძლებელია. დაიმახსოვრეთ ის პროდუქტები, რომლებიც თქვენს სუფრაზე იშვიათად უნდა მოხვდეს: ღვიძლი, თირკმელი, ტვინი, ენა, ნებისმიერი ხორცი, განსაკუთრებით - ახალგაზრდა ცხოველისა, თევზი, ფრინველი, ლორი, კონსერვი, ხორცისა და თევზის ნახარში, მცენარეებიდან - პარკოსნები, სოკო, ბოლოკი, ყვავილოვანი კომბოსტო, შოკოლადი, ასევე - ჩაი, ყავა, კაკაო, ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი, განსაკუთრებით - შამპანური. გაგრძელება