როგორ დაიკლოთ წონაში - 4 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ - rogor.ge

როგორ დაიკლოთ წონაში - 4 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ

მიიღეთ განსაზღვრული ცხიმოვანი საკვები

ჯანსაღი ცხიმები, როგორიცაა სელის თესლი, ქოქოსი, ზეითუნის ზეთი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. გარდა ამისა, უცხიმო პროდუქტებს ხშირად გაცილებით მეტი შაქარი აქვთ – ასე ცდილობენ მწარმოებლები გემო უფრო გაამრავალფეროვნონ. თუმცა მოერიდეთ არაჯანსაღ ცხიმოვან საკვებს.

მიიღეთ რძის პროდუქტები

დარწმუნდით, რომ თქვენი უცხიმო იოგურტი ან ხაჭო არ შეიცავს სამმაგ შაქარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლად ჭამეთ! თქვენს ორგანიზმს სჭირდება კალციუმი და ცილა, რომლებიც გვხვდება რძის პროდუქტებში. მიირთვით ისინი საუზმეზე და სადილზე, შემდეგ კი შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად დაიკლოთ წონა დიეტის გარეშე!

"ხმელთაშუა ზღვის დიეტა"

თქვენ ალბათ გსმენიათ "ხმელთაშუა ზღვის დიეტის" შესახებ, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ დაიკლოთ წონა სწრაფად და მარტივად. ხმელთაშუა ზღვის დიეტის საფუძველია პოლიუჯერი ცხიმები, რომლებიც უხვად არის თხილში, თესლსა და თევზში. კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, ვისი დიეტაც მდიდარია ამ ცხიმებით, საბოლოოდ აქვთ ნაკლები ცხიმი და მეტი კუნთი. ზუსტად ის, რაც გჭირდებათ!

შეინარჩუნეთ ბალანსი

უპირველეს ყოვლისა, შეინარჩუნეთ ცხიმების ბალანსი. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ნაყინი, ბეკონი, კარაქი, ყველი და მაიონეზიც კი - მაგრამ არა იმავე დღეს და, რა თქმა უნდა, არა ერთსა და იმავე დროს. უბრალოდ აირჩიეთ ერთი საკვები და დააბალანსეთ ბოსტნეულით, მარცვლეულით და სხვა ჯანსაღი საკვებით. მარტივად შეძლებთ წონის დაკლებას.