როგორ დავიწყოთ მაღაზიის ბიზნესი
მაღაზიის ადგილის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი სამი ფაქტორი: 1) შეარჩიოთ ქალაქი, სოფელი, სადაც თქვენ გინდათ ბიზნესის დაწყება. 2) მოცემული ქალაქის (სოფლის) ფარგლებში კონკრეტული რაიონის ან კონკრეტული ადგილმდებარეობის შერჩევა. 3)შერჩეულ კონკრეტულ რაიონში ან კონკრეტულ ადგილმდებარეობის ფარგლებში კონკრეტული ადგილის დადგენა.
თუ სხვა ქალაქში (ან სოფელში) აპირებთ ბიზნესის დაწყებას მოგიხდებათ გაითვალისწინოთ: - ამ ქალაქის (სოფლის) სავაჭრო რაიონის სიდიდე (ბაზრის მოცულობა); - მოსახლეობის რაოდენობა და მისი ზრდის ტენდენციები; - მოსახლეობის მყიდველობითი უნარი და ამ უნარის განაწილება; - საცალო-სავაჭრო პოტენციალი ვაჭრობის სხვადასხვა სფეროში; - კონკურენტთა რაოდენობა, ანუ თქვენი პროდუქციის ანალოგიური ან მისი შემცვლელი პროდუქციის გამყიდველთა რაოდენობა, მათ მიერ პროდუქციის გაყიდვების სიდიდე და ინტენსივობა; - კონკურენტთა რაოდენობის ზრდა;