რომელი ბუნებრივი ზეთები უნდა გამოიყენოთ კანისა და თმის სიჯანსაღისთვის
აკნესთვის: ჩაის ხის ზეთი
ამ ზეთს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. დეზინფექციას უკეთებს კანს, ხელს უშლის აკნეს. ნებისმიერი ეთერზეთის მსგავსად, უმჯობესია არ წაისვათ იგი პირდაპირ კანზე. შეგიძლიათ შეიძინოთ განზავებული ზეთი აფთიაქში.
მშრალი კანისთვის: ქოქოსის ზეთი
დერმატოლოგები თვლიან, რომ ქოქოსის ზეთს შეუძლია ფორების დახურვა, ამიტომ უმჯობესია არ გამოიყენოთ იგი სახეზე, როგორც დამატენიანებელი. მაგრამ მშრალი იდაყვისა და ქუსლისთვის ეს შესანიშნავი პროდუქტია. ქოქოსის ზეთი შეიცავს A, E, B1, B2, B3, K და C ვიტამინებს, რკინას, კალციუმს, ფოსფორს და სხვა მაკრო და მიკროელემენტებს. ზეთის შემადგენლობაში შემავალი მირისტული ცხიმოვანი მჟავა ხელს უწყობს კოსმეტიკური ინგრედიენტების უკეთ შეღწევას კანში, ხოლო ოლეინის მჟავა ეხმარება კანს, შეინარჩუნოს ტენიანობა და აღადგენს ეპიდერმისის დამცავ ფუნქციებს. გაგრძელება