როგორ უნდა მოიქცეთ ბიზნესში წარმატებისთვის, ივლისის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - rogor.ge

როგორ უნდა მოიქცეთ ბიზნესში წარმატებისთვის, ივლისის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

11 ივლისამდე მერკური განაგრძობს მოგზაურობას თქვენს მე-4 სახლში. ეს შესაძლოა მიუთითებდეს ახალი სახლის შეძენაზეც, საკუთარი ოჯახის ბუდის მოწყობაზე. შემდეგ მერკური ვერძის მე-5 სახლში გადავა, სადაც 28 ივლისამდე დარჩება. მისი გავლენით გარემო აქტიური და დინამიკური გახდება. გადატვირთული იქნებით სხვადასხვა იდეით, რომელთაგან ზოგიერთი მართლაც ძალიან სასარგებლო იქნება და ხელს შეუწყობს თქვენი ბიზნესის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

კურო

11 ივლისამდე მერკური განაგრძობს მოგზაურობას ნათესავებისა და ინფორმაციის სექტორში, ეს შეიძლება მიუთითებდეს ნათესავებთან კომუნიკაციის გახშირებაზე ან ინფორმაციასთან მუშაობის გააქტიურებაზე. შემდეგ მერკური გადავა ოჯახის სექტორში, სადაც დარჩება 28 ივლისამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მშობლებთან ხშირი შეხვედრები ან მათთან მიმოწერა, ტელეფონით კომუნიკაცია. ზოგადად, წინა პლანზე შეიძლება გამოვიდეს ნათესავებთან ურთიერთობა, მათთან კონტაქტი და გარკვეული საკითხების მოგვარება, ერთობლივი მოგზაურობები და ღონისძიებები. ივლისში შეიძლება გადახვიდეთ ახალ ბინაში ან დაიწყოს არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა, რათა ის უფრო კომფორტული და მყუდრო გახდეს. არ არის გამორიცხული საოჯახო ბიზნესის გახსნა ან უკვე არსებულში გაწევრიანება. ალბათ ამ პერიოდში დაგაინტერესებთ თქვენი ოჯახის ისტორია, შეგიძლიათ დაიწყოთ რაიმე საარქივო ინფორმაციის ძებნა ან მშობლიურ ქალაქს ეწვიოთ.

ტყუპი

11 ივლისამდე მერკური გააგრძელებს მოგზაურობას თქვენი შემოსავალისა და ქონების სახლში. თქვენ მიდრეკილი ხართ, აკონტროლოთ შემოსავლები და ხარჯები. 12 ივლისიდან მერკური გადავა თქვენი ნათესავების და ინფორმაციის სექტორში - სადაც დარჩება 28 ივლისამდე. ამ პერიოდში შეიძლება იყოთ განსაკუთრებით მჭევრმეტყველი და გამოავლენოთ ნამდვილი ლიდერი თანდაყოლილი ბევრი თვისება. შეძლებთ უხელმძღვანელოთ ახალ პროექტებს. დაიწყოთ ახალი საქმეები, გააფორმოთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები. არ გირჩევთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ ყველასთან ლაპარაკს.

კირჩხიბი

11 ივლისამდე მერკური თქვენს ნიშანშია. თუ გსურთ დაიწყოთ ახალი სამუშაოს ძებნა ამ თვეში, შეგიძლიათ გააქტიურდეთ; გაიაროთ გასაუბრება. დააკვირდით ინფორმაციას, რომელსაც ამ პერიოდში სხვებს აწვდით საკუთარ თავზე. შეგეძლებათ დაამყაროთ დიდი რაოდენობით კონტაქტები, რომლებიც სასარგებლო იქნება ბიზნესისთვის ან ჩაატაროთ წარმატებული სარეკლამო კამპანია. შემდეგ მერკური გადავა კირჩხიბის ფულისა და ქონების სექტორში - სადაც დარჩება 28 ივლისამდე. ამ პერიოდში ფულად საკითხებს ოსტატურად გადაჭრით - ინტუიციურად იგრძნობთ როგორ გამოიმუშაოთ ფული და შეეცდებით ხელიდან არ გაუშვათ არც ერთი შესაფერისი შესაძლებლობა.

ლომი

11 ივლისამდე მერკური გააგრძელებს მოგზაურობას თქვენი საიდუმლოების, შეზღუდვების და არაკეთილსინდისიერების სექტორში. გაგიმძაფრდებათ ინტუიცია. თქვენმა წარმატებულმა დაწინაურებამ შეიძლება გამოიწვიოს შური კონკურენტბში და ზოგიერთ მეგობარშიც კი. ამიტომ ამ თვეში უმჯობესია არ გაუზიაროთ თქვენი გეგმა სხვებს. შემდეგ მერკური გადმოვა თქვენს ნიშანში. იოლად დაამყარებთ კონტაქტს ადამიანებთან, გექნებათ ბევრი სასარგებლო საქმიანი კავშირი, რომელთა შორის იქნებიან მაღალი თანამდებობის პირები თუ ორგანიზაციების ხელმძღვანელები. გაგრძელება