როგორ ატარებენ ზაფხულს ზოდიაქოს ნიშნები - rogor.ge

როგორ ატარებენ ზაფხულს ზოდიაქოს ნიშნები

თხის რქა

ზაფხულის სეზონის დადგომამდე თხის რქა კითხულობს მებაღის სახელმძღვანელოს რომელიმე ტომს. თხის რქა ადგენს ბაღში მუშაობის ყოველდღიურ გეგმას, რადგან მას ძალიან უყვარს მიწასთან კონტაქტი.

მერწყული

მერწყულებს კოტეჯები ძალიან უყვართ. უფრო მეტიც, მათთვის მოგზაურობა ყოველთვის დღესასწაულია, რადგან დილიდან საღამომდე შეუძლიათ ქვიშაში გაერთონ. ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეაწუხოთ მერწყული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მოსაწყენი გეგმებით.

თევზი

თევზები საზაფხულო კოტეჯების გულშემატკივრები არიან: მშვენიერი პატარა სახლი, ლამაზი ყვავილები, ტყის ჯადოსნური სუნი, ჰამაკი ძველი კაკლის ხის ქვეშ და სხვა. რა შეიძლება იყოს ბუნებასთან ჰარმონიაზე უკეთესი?

ვერძი

აგარაკის მაცხოვრებლის მთავარი დევიზია "არ უნდა გრცხვენოდეთ მეზობლების წინაშე". ვერძი ამაყად დაჯდება სარეველებიან სკამზე, მაგრამ როგორც კი ვინმე გააკრიტიკებს, მაშინვე შეუდგება საქმეს.

კურო

კურო ბუნების გულშემატკივარია მთელი თავისი ორიგინალობით: ბილიკები, ფრინველები, ციყვები. ეს მისთვის იდილიაა.

ტყუპები

აგარაკი მიყრუებულ ადგილას, რთულად მისასვლელი გზებით ტყუპისთვის ერთგვარი თავშესაფარია, სადაც შეუძლია გაექცეს საკუთარ შინაგან გაორებას.

კირჩხიბი

კირჩხიბი ბედნიერია ზაფხულში, მას ყველაფერი ახარებს: სახლი, გაშლილი ყვავილები,სუფთა გაზონი, ბოსტანი და ხეხილის ბაღი. ყველას როდი შეუძლია დააფასოს მთელი ეს სილამაზე.

ლომი

ლომს საერთოდ არ აქვს აგარაკი. ლომებს აქვთ სოფლის რეზიდენცია. ის ეცდება რამდენიმესართულიანი სასახლის აშენებას, ღვინის მარნით, რაც ყველას აღაფრთოვანებს.

ქალწული

ქალწული უამრავ გეგმას აწყობს. მას ზღვაზეც უნდა დასვენება, მთაშიც და ტყეშიც. ყველანაირად ეცდება იდეალური ვარიანტი იპოვოს.

სასწორი

მთავარია ყველაფერი ლამაზი იყოს. სასწორის აგარაკი ყოველთვის სპონტანურად წარმოქმნის ბუნებრივ ანომალიას, მსოფლიოს მერვე საოცრებას, პარანორმალურ ფენომენს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ მუშაობენ სასწორები დაუღალავად, ნაზი ხელებით და საოცრებებს ქმნიან.

მორიელი

არ არის საჭირო დაწყევლილი ძველი სახლის ძებნა მიტოვებულ სოფელში, სადაც დიდი ხანია არავინ ცხოვრობს. მიიყვანეთ მორიელი ერთ ჩვეულებრივ აგარაკზე და მისთვის საკმარისი იქნება.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს ნამდვილად არ ესმის, რატომ სჭირდება ხალხს აგარაკი, რა შეიძლება იყოს იმაზე მეტი სისულელე, ვიდრე მიწის ნაკვეთის ყიდვა, მასში დიდი ფულის ინვესტიცია, რათა მოგვიანებით, ყოველ შაბათ-კვირას, საცობებში ერთი საათის განმავლობაში იდგეს.