როგორ მოამზადოთ ღორის ნეკნები ტაფაზე ისე, როგორც რესტორანში - თაფლისა და სოიოს სოუსში
დაჭრილი ხახვი, ნიორი, ჩილი და სოიოს სოუსი შეურიეთ თაფლს და სანელებლებს.
მიღებული მასა მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ ერთი წუთით და დააბლენდერეთ.
ნეკნები დაამარინადეთ სოუსში და გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში.
შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში, გადაატრიალეთ ყოველ 5 წუთში.
წაუსვით ნეკნებს დარჩენილი სოუსი.
გემრიელად მიირთვით!