როგორ უნდა ივარჯიშონ პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანებმა
პარკინსონის დაავადების სიმპტომების მართვა და შენელებაა შესაძლებელია მედიკამენტებითა და თანმიმდევრული ვარჯიშით.
ტვინს ახასიათებს ნეიროპლასტიურობა დაშეუძლია რეორგანიზაცია.
ვარჯიშს ნამდვილად შეუძლია ამაში წვლილი შეიტანოს. ის ეხმარება ტვინს შექმნას ახალი კავშირები და აღადგინოს დაკარგული. ამან შეიძლება შეანელოს ან შეაჩეროს პარკინსონის დაავადების განვითარება. ფიზიკურად აქტიურ ადამიანებს უფრო ჯანსაღი ტვინი აქვთ, ვიდრე მჯდომარე ადამიანებს. ვარჯიში ასევე ხელს უწყობს:
- მეხსიერების გაუმჯობესებას;
- ტვინში ანთების შემცირებას;
- ნერვული უჯრედების ზრდას;
- ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
- სსხეული ასევე განიცდის ცვლილებებს, რაც შეიძლება დაეხმაროს პარკინსონის დაავადების სიმპტომებს.
ფიზიკური სარგებელი მოიცავს:
- ძილის გაუმჯობესებას;
- უკეთეს ბალანსს;
- გაუმჯობესებულ მოძრაობას;
- ტრემორის, მეტყველების გაძნელების შემცირებას,კიდურების სიმტკიცის გაუმჯობესებას;
- არამოტორული სიმპტომების შემცირებას (დეპრესია, დაღლილობა)
ფიზიკური თერაპევტები გვიზიარებენ რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ბოლო კვლევების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ დაგეგმოთ სავარჯიშო პროგრამა:
თუ ამჟამად არ ვარჯიშობთ, ნამდვილად უნდა დაიწყოთ. მაშინაც კი, თუ გრძნობთ, რომ არ გაქვთ რაიმე სირთულე, კვლევა ვარაუდობს, რომ ვარჯიშის გარკვეულმა ტიპებმა შეიძლება რეალურად შეანელონ დაავადების პროგრესირება. ვარჯიში უნდა იყოს როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად რთული. განაგრძეთ კითხვა