როგორ დაიწყო პრიგოჟინის ამბოხი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ
რა არის "ვაგნერი"
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" (ინგლ. Wagner Group) გაურკვეველი სამართლებრივი სტატუსის მქონე რუსული არასახელმწიფო შეიარაღებული ფორმირებაა, შექმნილი რუსი მეწარმის ევგენი პრიგოჟინისა და სამხედრო დიმიტრი უტკინის მიერ. რიგ ქვეყნებში მას ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი აქვს, იურისტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციაში კერძო სამხედრო კომპანიების არსებობა დანაშაულია. 2014 წლიდან ჯგუფი მოქმედებდა უკრაინაში, შემდეგ კი სირიაში. ჯგუფი შეიარაღებულია მძიმე ტექნიკით, არტილერიითა და სამხედრო ავიაციით. "ვაგნერი" მთლიანად რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება. იგი რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურებთან კოორდინირებულად მოქმედებს, როგორც პარალელური და ჩრდილში მყოფი შეიარაღებული ფორმირება, რომლის პასუხისგებაში მიცემა რთულია. "ვაგნერმა" და მისმა ლიდერმა პრიგოჟინმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს რუსეთისა და უკრაინის ომში. 2023 წლის მაისში პრიგოჟინმა გამოაცხადა უკრაინის ქალაქ "ბახმუტის" აღება მისი დაქირავებული ჯარისკაცების მიერ, რაც დიდწილად რუსეთისთვის სიმბოლური მიღწევა იყო. თეთრი სახლის მონაცემებით, 2023 წლის თებერვლის შუა რიცხვებისთვის, "ვაგნერის" დანაკარგი შეადგენდა დაახლოებით 30,000 მოკლულ და დაჭრილ ჯარისკაცს უკრაინაში.
რას ფიქრობენ ექსპერტები
კიშინიოვის ექსპერტმა იონ ტაბერცემ რადიო "მოლდოვაში" განაცხადა, რომ ევგენი პრიგოჟინის აჯანყება რუსეთში იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ძალაუფლების შესუსტების ნიშანი.
„ვლადიმერ პუტინმა ააგო მკაცრად იერარქიული რეჟიმი ძალაუფლების იმ ვერტიკალზე, სადაც ის პირამიდის მწვერვალია“ - განაცხადა იონ ტაბერტამ.
ბუქარესტის პოლიტოლოგმა იულიან კიფუმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის შიგნით მიმდინარე ტექტონიკური ძვრები უფრო და უფრო თვალსაჩინო გახდება და ვლადიმერ პუტინი ძალაუფლების დაკარგვის ან შეცვლის რისკის ქვეშ იმყოფება. იულიან კიფუ თვლის, რომ პრიგოჟინი მხოლოდ აისბერგის მწვერვალია და მის უკან რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვის ხალხი დგას.
”პუტინმა დაკარგა თავისი მონოპოლია ძალადობაზე, რადგან მან ამ კერძო სამხედრო კომპანიების არსებობა დაუშვა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული პრობლემები ახსნა-განმარტების, თანმიმდევრული ნარატივის არარსებობასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში? მაშინ, როცა ნებისმიერ დროს გადაბირებულმა ჯარისკაცებმა შეიძლება ლიდერის წინააღმდეგ გაილაშქრონ. წაგებულმა ომმა შეიძლება გამოიწვიოს რეჟიმის დაშლა“, - განაცხადა იულიან კიფუმ.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის საერთაშორისო ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ვლადიმერ პუტინს შეეძლო "ვაგნერის" მეთაურები ღალატისთვის დაეპატიმრებინა, მაგრამ მან სანაცვლოდ შესთავაზა შეწყალება და "ვაგნერის" ძალების თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში ინტეგრირება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასევე დაარწმუნა თავისი უცხოელი კოლეგები იმაში, რომ ვაგნერი გააგრძელებს მოქმედებებს აფრიკაში.
ამბოხის ქრონოლოგია
პუტინის რუსეთი გადაურჩა შეიარაღებულ აჯანყებას, რომელიც სწრაფად დაიწყო, ინტენსიურად მიმდინარეობდა და სწრაფადვე დასრულდა. პარასკევს, 23 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" პოზიციაზე სარაკეტო თავდასხმაში, რის შემდეგაც მან გამოაცხადა „სამართლიანობის მარში“ მოსკოვის წინააღმდეგ, რათა პასუხი მოეთხოვა თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუსთვის და გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისთვის.
პრეზიდენტმა პუტინმა თავის სატელევიზიო მიმართვაში ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა. ვაგნერელებმა უპასუხეს და განაცხადეს, რომ „პუტინმა არასწორი მხარე აირჩია“. დღის განმავლობაში PMC "ვაგნერის" კოლონებმა მოახერხეს "დონის როსტოვის", მათ შორის არმიის შტაბის კონტროლი და "ვორონეჟში' შესვლა.
24 ივნისის საღამოსთვის ცნობილი გახდა პრიგოჟინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მოლაპარაკებების შესახებ. შედეგად, კოლონების სვლა შეჩერდა მოსკოვიდან 200 კილომეტრში. პრიგოჟინმა თქვა, რომ მისი მებრძოლები "მიდიან საპირისპირო მიმართულებით საველე ბანაკებში გეგმის მიხედვით".
27/28 ივნისი
09:30
ISW-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ პუტინი ცდილობს პრიგოჟინი წარმოაჩინოს როგორც კორუმპირებული ჩინოვნიკი და მატყუარა, რათა გაანადგუროს მისი რეპუტაცია ვაგნერელებში და რუსულ საზოგადოებაში. დიქტატორი "ბაგნერის" დამფუძნებლის ქონების კონფისკაციისთვის ემზადება.
08:04
ფოტო: BlackSky
მედიამ გამოაქვეყნა 27 ივნისს დილით გადაღებული ბელორუსის სატელიტური სურათი. მაჩულიშის საავიაციო ბაზის ასაფრენ ბილიკზე ორი თვითმფრინავი იყო განთავსებული. საინტერესოა, რომ დაშვებამდე თვითმფრინავმა გამორთო ტრანსპონდერები (ტელეკომუნიკაციაში ტრანსპონდერი არის მოწყობილობა, რომელიც სიგნალის მიღებისას პასუხად ასხივებს განსხვავებულ სიგნალს) ზუსტი სადესანტო ადგილის დასამალად. ევროპელმა დაზვერვის უფროსმა ოფიცერმა შენიშნა, რომ თვითმფრინავები პრიგოჟინთან იყო დაკავშირებული. თუმცა, დანამდვილებით უცნობია იყო თუ არა ბორტზე ვაგნერელთა ლიდერი.
01:35
პარალელურად, სირიაში ვაგნერელების "წმენდა" მიმდინარეობს. ადგილობრივმა ე.წ. რუსეთის სამხედრო პოლიციამ 4 მეთაური დააკავა.
19:20
24 არხის წყაროებმა განაცხადეს, რომ 25 და 26 ივნისს დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიწყო ვაგნერელების ლიკვიდაცია, რომლებიც მხარს უჭერდნენ პრიგოჟინის აჯანყებას. მათგან ცალკეული თავდასხმის რაზმები იქმნება და იგზავნება დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. თუ დამპყრობლები იქ გადარჩენას მოახერხებენ, შემდგომში მათ საკუთარი არტილერია გაანადგურებს.
17:00
ბელორუსიის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრიგოჟინი უკვე მის ქვეყანაშია.
16:55
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა, რომ "ვაგნერი" რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ამ სტრუქტურაზე დაიხარჯა 86,3 მილიარდი რუბლი.
15:22
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ბელორუსის ტერიტორიაზე ვაგნერელებისთვის ბაზების მშენებლობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.
14:08
პუტინმა სამხედროებს მიმართა, რომლებიც ვითომ „აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობდნენ“ და დააჯილდოვა. ასევე სიტყვით გამოსვლისას მან აღიარა, რომ პრიგოჟინის ქმედებების შედეგად რუსეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო.
"თქვენ რეალურად შეაჩერეთ სამოქალაქო ომი, მოქმედებდით მკაფიოდ და ჰარმონიულად"- თქვა პუტინმა.
11:51
ლუკაშენკასა და პრიგოჟინს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, ამ უკანასკნელმა თავისი ჯარები ბელორუსიაში უნდა განათავსოს. რუსეთმა თავის მხრივ ვაგნერელთა დემილიტარიზაციის (დემილიტარიზაცია - საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ამა თუ იმ ტერიტორიაზე სამხედრო გამაგრებათა და შენობა–ნაგებობათა ლიკვიდაცია, მასზე სამხედრო ბაზებისა და შეიარაღებული ძალების განლაგების აკრძალვა, რაც ხშირად მიზნად ისახავს ტერიტორიული დავის შეჩერებას) ვალდებულება აიღო.
პროპაგანდისტული მედია წერს, რომ "დაწყებულია მზადება "ვაგნერის" მძიმე სამხედრო ტექნიკის რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისთვის გადაცემისთვის ".
11:49
რუსეთის FSB-მ დახურა სისხლის სამართლის საქმე ევგენი პრიგოჟინის აჯანყების წინააღმდეგ. ისევე, როგორც გამოძიების დროს გაირკვა, რომ მონაწილეებმა 24 ივნისს შეწყვიტეს დანაშაულებრივი ქმედება.
11:04
ბელორუსიის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ჯარის სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე მოქცევის ბრძანება გასცა. დიქტატორმა ეს გადაწყვეტილება პრიგოჟინის აჯანყების ფონზე მიიღო.
მეზობელ სახელმწიფოში გადასახლება შეიძლება გახდეს მახე ევგენი პრიგოჟინისა და მისი დაქირავებული მებრძოლებისთვის. ანალიტიკოსები ასევე თვლიან, რომ დიქტატორი კი არ აპატიებს ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელს.
"ვაგნერის" მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ ის სავარაუდოდ პრიგოჟინის გარეშე იქნება.