როგორ უნდა მოიქცეთ, თუ დაძინებამდე კონტაქტური ლინზების მოხსნა დაგავიწყდათ - rogor.ge

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ დაძინებამდე კონტაქტური ლინზების მოხსნა დაგავიწყდათ

თუ დაგავიწყდათ ლინზების მოხსნა და მხოლოდ დილით აღმოაჩინეთ, დრო დაუთმეთ მის ამოღებას. სიმშრალის გამო ამის გაკეთება გაგიჭირდებათ და შეიძლება დააზიანოთ რქოვანა.

ჯერ გამოიყენეთ დამატენიანებელი თვალის წვეთები, დაელოდეთ რამდენიმე წუთს და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ ლინზები.

თუ თქვენი მხედველობა გაუარესდება, სიწითლე და ცრემლდენა გაქვთ, შესაძლოა ინფექცია შეგეჭრათ. დანიშნეთ შეხვედრა ოფთალმოლოგთან, რათა შეამოწმოს თვალები და დაგინიშნოთ მკურნალობა.

ნუ ეცდებით იმავე ლინზების გაკეთებას სიმპტომების გაქრობის შემდეგ. ხსნარით ჩამორეცხვა არ დაგეხმარებათ პათოგენების მოცილებაში და ისევ იქნება ინფექციის რისკი.