როგორ მიიღოთ თქვენი ხასიათის 7 "ცუდი" თვისება - rogor.ge

როგორ მიიღოთ თქვენი ხასიათის 7 "ცუდი" თვისება

სიჯიუტე

სიტყვები „შენ ჯიუტი ხარ“ არც თუ ისე კარგი კომპლიმენტია. ამაზე საუბრობს ადამიანი, რომელიც წარუმატებლად ცდილობს თქვენს დარწმუნებას. სიჯიუტის გამოვლენა დამოკიდებულია სიტუაციაზე. თუ ჯიბრის გამო ამბობთ უარს ისეთ სიტუაციაზე, როდესაც დათანხმება უფრო მოგებიანი და სწორია, მაშინ მართლაც უნდა დაფიქრდეთ ამაზე. თქვენ უნდა გაარკვიოთ, რატომ არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი მოსაუბრის წინააღმდეგ წასვლა, ვიდრე რაციონალურად მოქმედება. ხშირ შემთხვევებში, სიჯიუტე არ მოგაყენებთ ზიანს, არამედ გეხმარებათ.

გულგრილობა

გულგრილობა ტენდენციად იქცა და ეს კარგიცაა. ხალხი აქტიურად იცავს საკუთარ შეხედულებებს, საუბრობს დამნაშავეებზე, ფულს წირავს ქველმოქმედებაში და მაინც იღებენ საყვედურებს. სინამდვილეში, თუ ყველაფერს გულთან ახლოს მიიტანთ, შეიძლება გაგიჟდეთ. მსოფლიოში ძალიან ბევრი უსამართლობა, ტკივილი და ტანჯვაა. გულგრილი და ჯანსაღი ცინიზმის უნარი ეხმარება ადამიანს დაიცვას საკუთარი თავი გარემომცველი რეალობისგან.

ემოციურობა

ემოციებზე ძირითადად გვახსენდება ისეთი რაღაცები, რომელიც უარყოფითადაა მიჩნეული - ბრაზი, წყენა, შიში. მაგრამ არც სიხარულის დემონსტრირებაა მიღებული. ეს ანდაზებსა და გამონათქვამებშიც კი არის ჩადებული: „ბევრი იცინე - ბევრს იტირებ“, „უმიზეზოდ სიცილი სისულელის ნიშანია“. ბავშვობიდან ემოციურ ადამიანებს აბუჩად იგდებდნენ, განსაკუთრებით ბიჭებს. მაგრამ აშკარაა, რომ ადამიანს აქვს ემოციები სხვადასხვა მიზეზების გამო. უფრო მეტიც, მათ ვერ დავყოფთ ცუდ და კარგ ემოციებად. ისინი მხოლოდ პასუხია გარემომცველ მოვლენებზე და შინაგან შეხედულებებზე. რასაკვირველია, კარგია თქვენი რეაქციების გაგება და მათი მართვა – მაგალითად, ბრაზის შეკავება თუ კლიენტთან ურთიერთობა გაქვთ. მაგრამ გრძნობების დალაგება ძალიან რთულია, თუ საკუთარ თავს ემოციურად ყოფნის უფლებას არასოდეს მისცემთ. მეტიც, თუ ემოციებს დიდი ხნით ახშობთ, შესაძლოა ამან შიგნიდან გაგანადგუროთ. ასე რომ, მიეცით საკუთარ თავს უფლება, იტიროთ ფილმზე, გაიცინოთ YouTube-ის ვიდეოებზე და გაბრაზდეთ იმ ადამიანზე, ვინც გუბეში გაიარა და წყალი თავიდან ფეხებამდე დაგასხათ.

კონფლიქტი

კარგია იყოთ მშვიდი, უკონფლიქტო და ყველას მოეწონებით. მაგრამ მეორეს მხრივ, როცა მზად ხართ ღიად დაპირისპირებისთვის, ზიხართ თქვენს მიერ არჩეულ ადგილას, არ აკეთებთ სხვების საქმეს, თავს კარგად გრძნობთ.

მოურიდებლობა

ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ არ გავჩერდეთ. თუ გაკვეთილი ისწავლეთ ან რაიმე ნიჭი გაქვთ, არ დაელოდოთ სხვას, როდის დაგიძახებთ ცოდნის გამოსავლენად. ყველას აქვს ნიჭი და ძლიერი მხარე. მათი სხვებისთვის გაცნობა მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც თქვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს.

სიზარმაცე

„უბრალოდ ძალიან ზარმაცი ხარ“ არის მოსახერხებელი ფრაზა, რომ აიძულო ვინმე (ან საკუთარ თავი) გააკეთოს ის, რაც არ უნდათ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მოტივაციის გარეშე. შეიძლება დაიზაროთ, რადგან მოქმედება უაზრო გეჩვენებათ. მაგალითად, თქვენ იყიდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა და რობოტი მტვერსასრუტი, ახლა ყველა უფროსი ნათესავი ზარმაცად გთვლით. სიზარმაცე შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი იმისა, რომ თქვენ ხართ დაღლილი, გადამწვარი ან დეპრესიული. თუ სხვა არაფერი გაბედნიერებთ და გაქვთ საკმარისი ენერგია საწოლში სატელევიზიო შოუს საყურებლად, ეს სერიოზული სიმპტომია. ეს მხოლოდ თქვენს მდგომარეობას გააუარესებს.

მეწვრილმანეობა

ადამიანებს, რომლებსაც სურთ ყველაფერს ბოლომდე ჩაწვდნენ, გაიგონ დეტალები, ხშირად ადანაშაულებენ მოწყენილობაში. მაგრამ ეს კარგია თქვენთვის და საზოგადოებისთვის. ასეთი ადამიანები საკმაოდ მოწესრიგებულები არიან. ხშირად ხდება, რომ კომპანიაში ვიღაც ისე არ იქცევა. ასეთი ადამიანი კი ჩაატარებს კვლევას, მოიძიებს ინფორმაციას, გადაამოწმებს ავტორიტეტული წყაროების მიხედვით და შემდეგ საშინელ სიმართლესაც ეტყვის დამსწრეებს. თუ მეწვრილმანეობა თქვენი ხასიათის თვისებაა, დააფასეთ იგი. თუ არ გაქვთ, შეეცადეთ იყოთ უფრო ყურადღებიანი დეტალების მიმართ, ყოველ შემთხვევაში კრიტიკულ მომენტებში.