როგორ ვიშოვოთ ფული ავტომობილის შესაძენად? - rogor.ge

როგორ ვიშოვოთ ფული ავტომობილის შესაძენად?

მანქანისთვის ფულის მოძებნის რა შესაძლებლობები არსებობს?

მანქანის შესაძენად ფულის მოძიება რამდენიმე ძირითადი გზით შეიძლება, თუმცა თითოეულს თავისი უარყოფითი მხარეც გააჩნია. მანქანის შესაძენად საუკეთესო გზაა ერთიანი ფულის არსებობა, თუმცა ეს ფუფუნება ყველას არ აქვს. ერთიანი ფულის მისაღებად შესაძლებელია ერთი ქონების გაყდვა და მეორეს, ანუ ავტომობილის შეძენა, თუმცა მანქანის სანაცვლოდ სხვა ქონების გაწირვა ბევრისთვის შეიძლება სულაც არ იყოს კარგი გამოსავალი. ფულის შეგროვებაც შეიძლება, თუმცა ეს დროითი რესურსის დიდ დანახარჯს გულისხმობს. მაინც და მაინც ოპტიმალური ვარიანტი არაა მანქანის შესაძენად თვეების და წლების მოცდა ფულის შეგროვების იმედად.

ყველაზე გამართლებული და მიღებული პრაქტიკაა ფინანსური ორგანიზაციებისგან ფულის სესხება გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ. ამ მხრივ, ორი არჩევანია ქართულ ბაზარზე. ერთი არის ავტო სესხი, მეორე კი ავტო ლიზინგი. მიუხედავად იმისა, რომ ავტოსესხი და ლიზინგი თითქმის იდენტური პროდუქტებია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ორივე საერთო მიზანს ემსახურება, განსხვავებების მოძიება მაინც შეგვიძლია. განაგრძეთ კითხვა