როგორ გაიუმჯობესოთ განწყობა ნახევარ საათზე ნაკლებ დროში
გააკეთეთ გაჭიმვები
უმოძრაო ცხოვრების წესი სერიოზულად აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას გრძელვადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა, ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს ჯდომა უბრალოდ უსიამოვნოა. ამიტომ გააკეთეთ გაჭიმვები. მხოლოდ 20-30 წუთი დაგჭირდებათ, მაგრამ თავს უკეთესად იგრძნობთ როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. თუ რეგულარულად დაიწყებთ ვარჯიშს, გააუმჯობესებთ თქვენს ჯანმრთელობას.
დაურეკეთ მეგობარს
სევდა, სასოწარკვეთა, გაღიზიანება და სხვა უსიამოვნო ემოციები ხშირად წარმოიქმნება მარტოობისგან. მეგობართან საუბრით განიტვირთებით და შეახსენებთ თავს, რომ არიან ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ხართ. და თუ შეხვედრას მოაწყობთ (თუნდაც ვირტუალური იყოს), სიხარულის დამატებითი მიზეზი გექნებათ.
გადით ბუნებაში
საკმარისია ცოტა იაროთ ან მზეზე დასხდეთ და თავს უკეთ იგრძნობთ. ვიტამინი D და ენდორფინები, რომელსაც სუფთა ჰაერით იღებთ, გავლენას მოახდენს როგორც თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე, ასევე განწყობაზე .
დაეხმარეთ ვინმეს
გახდით მოხალისე თქვენთვის მნიშვნელოვან პროექტში, მიიტანეთ სასურსათო პროდუქტები ხანდაზმულ მეზობელთან, ან გაეცით ქველმოქმედებისთვის. ამით თავს უფრო ბედნიერად იგრძნობთ და თქვენ გარშემო არსებულ სამყაროს ოდნავ უკეთესს გახდით.
დაკავდით სპორტით
ბუნებრივია, ეს კარგია ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, სპორტის დროს გამოთავისუფლებული ენდორფინები დადებითად დაგმუხტავთ. თქვენ არ გჭირდებათ საათობით ვარჯიში სარგებლის მისაღებად. 30 ან თუნდაც 15 წუთში გააუმჯობესებთ თქვენს მდგომარეობას.
დაწერეთ რა გიყვართ საკუთარ თავში
თავდაჯერებულობის ასამაღლებლად იფიქრეთ იმაზე, თუ რა თვისებები მოგწონთ საკუთარ თავში. ჩამოწერეთ რამდენიმე მათგანი ფურცელზე და მოათავსეთ თვალსაჩინო ადგილას. როგორც კი მათ დაინახავთ, თქვენ იგრძნობთ განწყობის ცვლილებას და თავდაჯერებულობის ზრდას.
დაფიქრდით გასულ დღეზე
იფიქრეთ გასულ დღეზე, მაგალითად, საღამოს ძილის წინ ან სამსახურიდან დაბრუნებისას. დაიმახსოვრეთ რა გაგიხარდათ, რა ისწავლეთ, რა გააცნობიერეთ, რისი გაკეთება შეიძლებოდა იმისთვის, რომ დღე უკეთესი ყოფილიყო. იზეიმეთ პროგრესი, ასეთის არსებობის შემთხვევაში და "გაუშვით" უარყოფითი აზრები. რაც მთავარია, გახსოვდეთ: ხვალ შეგიძლიათ დაიწყოთ ნულიდან.