როგორ გავთავისუფლდეთ ნეგატიური ენერგიისგან - rogor.ge

როგორ გავთავისუფლდეთ ნეგატიური ენერგიისგან

 

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალება ნეგატიური ენერგიის მოსაშორებლად არის ბუნებაში ხშირი გასვლა. თუ თქვენ არ გაქვთ სახლი ქალაქგარეთ, არც ქოხი სოფელში ნუ გაიმართლებთ თავს, შეგიძლიათ უბრალო გასვლა და პინკნიკი მოაწყოთ ქალაქთან ახლოს მდებარე მდინარესთან ან ტყეში. ბუნება ბუნებრივად მოგაშორებთ დაძაბულობასა და ნეგატიურ ენერგიას, სანაცვლოდ კი სუფთა ენერგიით დაიმუხტებით. ეს ყოველივე კი დაგეხმარებათ, რომ რამოდენიმე დღე წარმატებით გაუმკლავდეთ ქალაქის დაძაბულობებსა და პრობლემებს.

 

დღის განმავლობაში ბევრს უხდება უამრავ სხვადასხვა ტიპის ადამიანთან ურთიერთობა. ზოგი მათგანი არის დადებითად განწყობილი და გარშემომყოფებს უზიარებს დადებით ენერგიას, მაგრამ სამწუხაროდ უმეტესობა იმყოფება დათრგუნულ და აგრესიულ მდგომარეობაში, ეს კი არც თუ კარგად მოქმედებს საერთო მდგომარეობაზე. ამის შედეგი კი არის ის, რომ დღის ბოლოს ბევრ ადამიანს აქვს თავის ტკივილები და ისინი თითქოსდა ენერგიისგან დაცლილები არიან. ასეთ სიმპტომებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ შხაპის ან აბაზანის მიღება. აუცილებლად საღამოობით დაუთმეთ გარკვეული დრო წყლის პროცედურებს. ეს დაგეხმარებათ თქვენ სტატიკური ენერგიის მოშორებაში და სხეულს დაგიმუხტავენ ბუნებრივი ძალითა და ენერგიით.

 

უარყოფითი ენერგიის მოსახსნელად დაგეხმარებათ ასევე მეტალი. იოგურ პრაქტიკაში არსებობს მარტივი ხერხები რომლებიც გვეხმარება სხეულში ჰარმონიის აღდგენაში. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ ფირფიტა უჟანგავი მეტალის. პროცედურისას მასზე უნდა მოთავსდეს თქვენი ორივე ფეხის ტერფი. ამ აღნიშნულ ფირფიტაზე უნდა იყოს "მიპაიანებული" მავთული რომელიც იქნება მიმაგრებული მილს რომლეშიც გადის წყალი. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შხაპი, ხოლო მეტალის ფირფიტა თავისით განდევნის თქვეში მყოფ უარყოფით ენერგიას. ქალებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რამ, შხაპის მიღებისას ჯერ უნდა დაიწყონ ცხელი წყლით და დაასრულონ ასევე, ხოლო კაცებმა პირიქით. ამბობენ, რომ ასეთი შხაპი არათუ მავნე ენერგიისგან განთავისუფლებთ არამედ ასუბთავებს აურასაც და აძლიერებს ადამიანსი ენერგეტიკას.