როგორ დააინტერესოთ გოგო მიმოწერის დროს - rogor.ge

როგორ დააინტერესოთ გოგო მიმოწერის დროს

შეეცადეთ თავიდან აიცილოთ შაბლონები. კერძოდ, არ გამოიყენოთ სულელური კითხვები, როგორიცაა: „რას აკეთებ? სად სწავლობ? როგორ ხარ ?“, კომპლიმენტები და ბანალური ფრაზები: „რა ლამაზი ხარ"; ძალიან მომეწონე და ა.შ. პირველი მესიჯი უჩვეულო უნდა იყოს, გამოირჩეოდეს დანარჩენისგან, რათა მან პირველივე წუთიდან მიიპყროს გოგონას ყურადღება და გააცნობიეროს, რომ თქვენ ხართ ის, ვისთანაც მას შეუძლია საინტერესო საუბრის დაწყება.

მეტი იუმორი და პოზიტივი. არავითარ პრობლემაზე არ უნდა ისაუბროთ, ასეთ თემებს სჯობს არ შეეხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიქმნება არა ადვილად კომუნიკაბელური ოპტიმისტის, არამედ რთული ხასიათის ადამიანის შთაბეჭდილება.

რა თქმა უნდა, თქვენ უნდა იყოთ ერუდირებული ადამიანი. გამოთქვით ადეკვატური მოსაზრებები, დაივიწყეთ ეგოიზმი.

თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ დიდძალი ფული საბანკო ანგარიშზე, ან საკუთარი მანქანა - ეს არ მუშაობს გოგონების უმეტესობისთვის. აქ სხვა რამეშია საქმე. იგივე იუმორი ბევრად უკეთ მუშაობს, ან მაგალითად, მოულოდნელი მონაცვლეობა კომუნიკაციაში.

ერთი სიტყვით, შეგიძლიათ გოგონა სხვადასხვა გზით დააინტერესოთ. მთავარი ის არის, რომ ერთად დროის გატარება ორივეს სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ.