როგორ დააინტერესო ბიჭი მიმოწერის დროს - rogor.ge

როგორ დააინტერესო ბიჭი მიმოწერის დროს

თუ მიმოწერა გაქვთ ისეთ ადამიანთან, რომელიც არასოდეს გინახავთ უშუალოდ, ჯერ გაარკვიეთ მისი ჰობი და ნახეთ, გაქვთ თუ არა მსგავსი ინტერესები. ორივესთვის საინტერესო თემაზე საუბარი ყოველთვის ადვილი და საინტერესოა. ამ შემთხვევაში გამოიჩინეთ ინტერესი ბიჭის ჰობის მიმართ და დეტალურად ჰკითხეთ მისი ჰობის შესახებ. უყვარს კითხვა? გაარკვიეთ, რომელ ავტორებს ანიჭებს უპირატესობას, რას კითხულობს ახლა, რატომ მოსწონს ესა თუ ის ჟანრი.

ნუ გაამახვილებთ ყურადღებას საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა ისაუბროთ საკუთარ თავზე, მაგრამ თუ სულ საკუთარ თავს ახსენებთ, მაშინ კარგი არაფერი გამოვა. მოკლედ ისაუსბრეთ საკუთარ თავზე, ზედმეტი დეტალების გარეშე.

აჩვენეთ თქვენი იუმორის გრძნობა. თუ ბიჭსაც აქვს, კარგია. ის დააფასებს თქვენს ხუმრობებს და, ალბათ, ძალიან მალე თქვენ ერთად გაიცინებთ ერთსა და იმავე საკითხებზე.

კიდევ ერთი წინაპირობაა ლამაზი და გემოვნებით შერჩეული სამოსი. ინტელექტუალური და ჭკვიანი ახალგაზრდის ყურადღების მიქცევისთვის, თქვენ უნდა იზრუნოთ თქვენს გარდერობზე. ახალგაზრდა მამაკაცს მოეწონება ის გოგონა, რომელმაც იცის როგორ გამოკვეთოს მისი სილამაზე და შენიღბოს "ხარვეზები".

გარდა გარდერობისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ მთლიანად გარეგნობას. რასაკვირველია, გოგონა მოწესრიგებული ფრჩხილებითა და ლაქით, საინტერესო იქნება ბიჭისთვის. მამაკაცებს მოსწონთ მოვლილი ქალბატონები. ამიტომ არ დაივიწყოთ წვრილმანებიც კი თქვენი ოცნების მამაკაცის "დაპყრობაში".