როგორ ვმართოთ მენოპაუზა? - მითები ჰორმონოთერაპიაზე
მენოპაუზის ძირითადი სიმპტომებია:
• ალები
• ოფლიანობა
• აგზნება
• თავბრუსხვევა
• ძილის დარღვევები
• დეპრესია და შფოთვა
• გულისცემის აჩქარება
ყველა ამ და სხვა სიმპტომებს ჰორმონალური ცვლილებები განაპირობებს, ისინი ორგანიზმში მიმდინარე გარდაქმნების დასრულების შემდეგ თავისთვად ქრება.
ხანგრძლივმა ჰორმონალურმა დეფიციტმა რამდენიმე დაავადების განვითარებას შეიძლება შეუწყოს ხელი, როგორებიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ოსტეოპოროზი, შარდის შეუკავებლობა და სხვ.
ესტროგენების შემცირება კანისა და ლორწოვანის გარსების შემცირებასაც იწვევს.
ამ დროს კანი ნაოჭდება, მტკივნეული ხდება სქესობრივი კავშირი, ქრონიკული კონიუნქტივიტი ვითარდება. ესტროგენის დეფიციტით სახსრებში ე.წ სახსრების საცხი (სინოვიური სითხე) ნაკლებად გამომუშავდება, რაც სახსრების ტკივილს იწვევს.
იმისათვის, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული გართულებები თავიდან ავიცილოთ, ჯანსაღი კვება, საკმარისი ფიზიკური აქტივობა და ჰორმონების დეფიციტის შევსება არის უმნიშვნელოვანესი. გაგრძელება