როგორ გამოვსახოთ ნივთიერება
თუ ვიცით ქიმიური ელემენტის სიმბოლო თავისუფლად შევძლებთ გამოვსახოთ მის მიერ წარმოქმნილი მარტვივი ნივთიერების ფორმულა. წყალბადი აღინიშნება H-ით იგი შედგება წყალბადის ორი ატომისაგან. ამიტომ მისი ქიმიური ფორმულა ჩაიწერება ასე H2 (იკითხება: აშ-ორი) ასევეა მარტივი ნივთიერების ჟანგბადის ქიმიური ფორმულა O2 (იკითხება: ო-ორი)
რიცხვი, რომელიც იწერება ქიმიური ელემენტის მარჯვენა ქვედა კუთხეში, განსაზღვრავს მოლეკულაში ატომთა რაოდენობას და მას ინდექსი ეწოდება.