როგორ მოვამზადოთ იტალიური ნაყინი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ იტალიური ნაყინი

 

ავიღოთ საშუალო ზომის ჯამი, გავტეხოთ კვერცხის გული და კარგად ავქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად, ვთქვიფოთ გათეთრებამდე. ხოლო ცილა ავთქვიფოთ 1 მწიკვ მარილთან ერთად, სანამ ქაფი არ გამაგრდება, ცალკე ავთქვიფოთ ნაღები.

 

ყველა ინგრედიენტი ნელ–ნელა ერთმანეთს შევურიოთ და დავამატოთ გახეხილი შოკოლადი. ჩავდოთ ნაყინი კონტეინერში და მაცივარში მინიმუმ 2 საათი გავაჩეროთ. მირთმევამდე, გაყინულ ნაყინს შეგიძლიათ, გემოვნების მიხედვით, მოაყაროთ კაკაო.