როგორ დაამონტაჟოთ ტელევიზორი და დამალოთ სადენები
შეაფასეთ არსებული ვარიანტები. უმარტივესი გამოსავალია სადენის დამალვა თაროს, კარადის ან ფარდის მიღმა, მაგრამ ეს დროებითია. უკეთესია სადენები ტელევზორის უკან დამალოთ. დეკორატიული ჩამოსხმები ან საკაბელო არხები შეიძლება შეღებილი იყოს კედლის ფერში.
გადაწყვიტეთ, სად და რა სიმაღლეზე გსურთ ტელევიზორის განთავსება კედელზე. განსაზღვრეთ კომფორტული პოზიცია და მანძილი ტელევიზორის ყურებისთვის. თუ ტელევიზორს 1,5 მეტრზე მეტ სიმაღლეზე ამაგრებთ, დაგეგმეთ საკიდების მიმაგრების ადგილი.
გამოიყენეთ წებოვანი ლენტი კედელზე ტელევიზორის ზომის აღსანიშნავად. ეს უკეთესია, ვიდრე მარკირება კალმით ან ფანქრით.
განსაზღვრეთ „რეალური“ მანძილი ტელევიზორის უკანა მხარესა და თქვენს AV მოწყობილობას შორის, რათა შეიძინოთ თქვენთვის საჭირო დამაკავშირებელი სადენები. ყოველთვის იყიდეთ გრძელი სადენები.
აირჩიეთ დენცქვიტა (შტეფსელი), რომლებიც გჭირდებათ. მოიწვიეთ ელექტრიკოსი, რომელიც კედელზე დენცქვიტას დაამონტაჟებს.
დამალეთ სადენები.
წყარო: wikihow.com