როგორ დაეხმაროთ ბავშვს მარტივად გადაიტანოს ადაპტაციის პერიოდი საბავშვო ბაღში
საბავშვო ბაღში წარმატებული ადაპტაციის ხუთი წესი:
"დედა, დამშვიდდი!"
ღელავთ, ვერ პოულობთ ადგილს, თქვენი მღელვარება ბავშვს გადაეცემა. ბავშვები ხომ ძალიან სწრაფად "კითხულობენ ინფორმაციას". როგორ შეიძლება ბავშვმა დაიჯეროს დედის სიტყვები, რომ ბაღში კარგად იქნება, თუ დედა თავად ნერვიულობს? მერწმუნეთ, თუ მას ღიმილით წაიყვანთ საბავშვო ბაღში, საღამოს კი პოზიტიური განწყობით დაბრუნდებით, მას ბაღში ადაპტაციის პერიოდის გავლა ბევრად გაუადვილდება. არ ინერვიულოთ, მაგრამ გონებრივად გაუმეორეთ საკუთარ თავს: "ჩემი ბავშვი კარგად არის, ის გაუმკლავდება, ყველაფერი კარგად იქნება მასთან!"
"არა როგორც სახლში"
ბავშვი შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეს, თუნდაც იცოდეს რა ელის ბაღში. რაც დედამ თქვა საბავშვო ბაღზე, ზღაპარს ჰგავდა, მაგრამ აქ სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. ახლა თქვენი ამოცანაა, ყურადღებით მოუსმინოთ პატარას, აჩვენეთ, რომ თქვენ თანაუგრძნობთ მას და აუხსენით, რომ საბავშვო ბაღი სახლი არასდროს იქნება, იქ ყველაფერი სხვაგვარადაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ იქ ცუდია, ის უბრალოდ უნდა შეეგუოს კომუნიკაციას ბავშვებთან და მასწავლებლებთან.
"შეაჩვიეთ თქვენს ნდობას"
ჯერ ბავშვები ბაღში მიგყავთ რამდენიმე საათით, შემდეგ ნახევარი დღით. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვმა ისწავლოს, რომ თქვენ აუცილებლად დაბრუნდებით მისთვის! სიტყვები "მოვალ თორმეტ საათზე" ბავშვს არაფერს ეუბნება. უთხარით მას: "მოვალ როცა გამოყვანის დრო იქნება" ასე უკეთ გაიგებს. შეეცადეთ დარწმუნებული იყოთ, რომ შეასრულებთ თქვენს სიტყვას და რაც არ უნდა მოხდეს, დროზე მიაკითხავთ.
ხშირად ისე ხდება, რომ თავიდან ბავშვები სიამოვნებით დადიან ბაღში, მაგრამ შემდეგ ხვდებიან, რომ საბავშვო ბაღი გასართობი არაა და დიდი ხნით უწევთ ყოფნა. მას შეიძლება ადრე სახლში დაბრუნება სურდეს და იტიროს. ნუ დაემორჩილებით მის ცრემლებს, რადგან ეს შეიძლება სისტემატურად განმეორდეს. დაჯექით მის გვერდით, ისაუბრეთ, აუხსენით, რომ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, სთხოვეთ საღამომდე მოთმინება, შემდეგ კი გასეირნება ან მის საყვარელ ადგილას წაყვანა. აუცილებლად შეასრულეთ დაპირება.
სახლის გზა
თუ დაასრულეთ სამუშაო დღე და ჩქარობთ ბავშვი ბაღიდან გამოიყვანოთ, ბუნებრივია, გსურთ, რომ რაღაცით გაახაროთ. ბავშვები ხშირად ეგებებიან დედას სიტყვებით: "რა მომიტანე?" მათ უყვართ მოულოდნელი საჩუქრები. მაგრამ იქნებ დაამყაროთ ტრადიცია საჩუქრების გაცვლაზე, თუნდაც კვირაში ერთხელ? ნება მიეცით ბავშვს რაიმე გააკეთოს თქვენთვის. სახლის გზაზე ბავშვები, როგორც წესი, გიზიარებენ გასული დღის მოვლენებს. ყურადღებით მოუსმინეთ მას, დაუსვით კითხვები და მეტად ჩაერთეთ მის ცხოვრებაში.
სახალისო და საინტერესო!
ფსიქოლოგების აზრით, საბავშვო ბაღთან ადაპტაცია უფრო ადვილია იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც იციან როგორ გაირთონ თავი და გაიყვანონ დრო. კარგია თუ ბავშვს ასწავლით, როგორ ითამაშოს ესა თუ ის თამაში შინაარსობრივი გზით. მას თავადაც ასწავლეთ თამაშის სიუჟეტი. ეს მას დაეხმარება ბაღში თანატოლებთან კომუნიკაციაში. თუ ბავშვი ხშირად ესაუბრებოდა ბავშვებს სათამაშო მოედანზე, თამაშობდა მეგობრებთან, ძმებთან, დებთან, დიდი ალბათობით პრობლემები არ შეექმნება. დაეხმარეთ მას წარმატებული ცხოვრების საიდუმლოებების შესწავლაში.