როგორ მოამზადოთ მწვანე ლობიო განსხვავებულად, 20 წუთში - rogor.ge

როგორ მოამზადოთ მწვანე ლობიო განსხვავებულად, 20 წუთში

მოამზადეთ ინგრედიენტები: მწვანე ლობიო გარეცხეთ, დატეხეთ. პომიდორი დაჭერით პატარა კუბებად. ხახვი დაჭერით, გაამზადეთ დაჭყლეტილი ნივრის და ჯანჯაფილის პასტა.

ცალკე თასში შეურიეთ სანელებლები.

ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი და მოშუშეთ ხახვი, დაუმატეთ ლობიო. დაახურეთ თავსახური და შუშეთ.

შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი, მარილი, პილპილი, ქინძი, პასტა და სანელებლები. დაახურეთ თავსახური.

როცა ლობიო დარბილდება, კერძიც მზადაა.

rogor1-1682671361.jpg