როგორ ვებრძოლოთ სეზონურ დეპრესიას
ფსიქოლოგები საუბრობენ Blue Monday-ის ფსიქოლოგიურ ფენომენზე. აღნიშნული სახელწოდებით მოიხსენიება „წლის ყველაზე დეპრესიული დღე“, რომელიც ჩვეულებრივ მოდის იანვრის ბოლო სრული კვირის ორშაბათზე. ამ მომენტში რამდენიმე ფაქტორი იყრის თავს, რომელსაც ადამიანი უარყოფითად აფასებს: საკვებისა და ალკოჰოლის დღესასწაულებზე გადაჭარბებით მიღება, დასვენების შემდეგ სამსახურში გასვლა, ახალ წელს მიცემული ვალდებულებების შეუსრულებლობა. თავსთავად უარყოფითი შეფასება მოქმედებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე.
ბიოლოგებმა დაამტკიცეს, რომ იაპონურ მატჩას ჩაის შეუძლია შეამსუბუქოს დეპრესია და შფოთვა
ფსიქოლოგები გვირჩევენ გავერიდოთ უარყოფით აზრებს. ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ შინაგანი წინააღმდეგობები ამა თუ იმ დანაპირების შესრულებისათვის. იმის ნაცვლად რომ ვთქვათ „მე ვერ შევასრულე დანაპირები, რაც ცუდია“, სიტუაცია შევაფასოთ ასე: “ვერ შევასრულე დანაპირები ისე, როგორც მინდოდა“.
წყარო: mkurnali.ge