როგორ დაშორდეთ ქმარს უმტკივნეულოდ, თუ შვილი გყავთ
იყავით გულახდილი
მშობლების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა დაკავშირებულია ბავშვების ზედმეტი საზრუნავებისგან დაცვის სურვილთან. ბევრი დედა და მამა ცდილობს ბავშვისგან საკუთარი გრძნობების დამალვას სიტუაციის განმუხტვის მიზნით. რატომღაც ითვლება, რომ სწორი იქნება იმის განაცხადი, რომ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ბავშვები კარგად გრძნობენ უფროსების ემოციურ მდგომარეობას. რაც არ უნდა ეცადოთ პრობლემის დამალვას, მას ყველაფერი ესმის. და თუ მშობლები მალავენ იმას, რაც ხდება, ამას ბავშვი ფარულად განიცდის. ამიტომ მშობლებისთვის პირველი და ძირითადი წესი გულწრფელობის წესი უნდა იყოს. ასე სწავლობს ბავშვი რთულ სიტუაციებთან გამკლავებას. ნუ ეცდებით თვალთმაქცობას.
გაიზიარეთ ბავშვის გრძნობები
განქორწინების შემდეგ ბავშვები შეიძლება არ რეაგირებდნენ ისე, როგორც მოელოდით. აქ მნიშვნელოვანია თქვენი შვილის გრძნობებისა და რეაქციების მიღება. მას აქვს უფლება იყოს გაბრაზებული და განაწყენებული. ან,შესაძლოა გულგრილად მოეპყროს სიტუაციას. ნუ გაგიკვირდებათ. ყოველთვის არ დაემთხვევა ბავშვის გრძნობები თქვენსას.
არ ჩართოთ კამათში
ხშირად. განქორწინებისას პარტნიორი მტერი ხდება. სამწუხაროდ, ბავშვი ეფექტური ბერკეტია მეორე მხარისგან ხელსაყრელი პირობების მიღების შესაძლებლობისთვის და ბავშვი იქცევა მანიპულაციის საშუალებად. მაგრამ ეს ძალიან საშინელი ამბავია, როდესაც სისტემა, რომელიც ყოველთვის საყრდენის ფუნქციას ასრულებდა, თავად ხდება განადგურების წყარო. ამიტომ მესამე წესი მშობლებისთვის არის საზღვრების გამოყოფა. დაე, თქვენი ურთიერთობა მხოლოდ თქვენთან დარჩეს. არ ჩაართოთ ბავშვები მასში.
განსაზღვრეთ აღზრდის სტილი
შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი არის ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მშობლები უნდა დარჩნენ ბავშვის მხარდამჭერებად. ამისათვის ორივე პარტნიორმა უნდა ისწავლოს ერთობლივად გადაწყვეტილებების მიღება. თუ დედა რაღაცას კრძალავს, მნიშვნელოვანია, რომ მამამ მხარი დაუჭიროს მის პოლიტიკას და პირიქით. ამის წყალობით ბავშვი აყალიბებს სტაბილურ საზღვრებს, რაც ასე მნიშვნელოვანია ზრდასრულ ასაკში!
ესაუბრეთ თქვენს შვილს
ბავშვების ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ დედა და მამა არ შეიძლება იყოს ცუდი. ამიტომ, თუ რაიმე უარყოფითი ხდება, ბავშვები ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებენ. შემდგომში მათ შეუძლიათ დიდხანს იცხოვრონ ამ გრძნობით, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დესტრუქციული ცვლილებები. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, მნიშვნელოვანია ესაუბროთ თქვენს შვილს იმაზე, რომ ის არ არის განქორწინების მიზეზი. სასურველია ეს ორივე მშობელმა ერთობლივ საუბარში თქვას.