როგორ ჩავატაროთ წარმატებული პრეზენტაცია - rogor.ge

როგორ ჩავატაროთ წარმატებული პრეზენტაცია

 

გამოჰყავით დრო პრეზენტაციის სრულად მომზადებისათვის. მოახზადეთ ყველა ვიზუალური ელემენტი, რომელსაც პრეზენტაციის დროს გამოიყენებთ. მოცემული მასალები გასაგები უნდა იყოს არამარტო თქვენთვის, არამედ ნებისმიერი სახის აუდიტორიისათვის.

 

თან იქონიეთ საქმიანი პრეზენტაციის ჩატარების სქემა, რათა ზედმიწევნით იცოდეთ, რა რის შემდეგ იქნება. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები. სტანდარტული საქმიანი პრეზენტაცია შედგება შემდეგი ნაწილებისგან: შესავალი (პრეზენტაციის მთავარი მიზნის გამოყოფა), ძირითადი ნაწილი (თავისებურებები, უპირატესობები და მოგება, რომელიც თან ახლავს წარსადგენ საგანს), დასკვნითი ნაწილი (ინფორმაციის მიწოდების მოკლე შეჯამება). მოცემული სქემის მიხედვით, მონაცემების მომზადებისას თქვენ მნიშვნელოვნად გაიმარტივებთ პრეზენტაციის ჩატარებას.

 

ნებისმიერი მოწყობილობის გამოყენებისას (პროექტორი, ნოუთბუქი, მიკროფონი და სხვა) აუცილებელია მისი გადამოწმება, რათა თავიდან აიცილოთ ტექნიკური პრობლემები.

 

გამორიცხეთ პრეზენტაციაზე დაგვიანების შესაძლებლობა.

 

მზად იყავით სხვადასხვა ტიპის კითხვებზე პასუხის გასაცემად.

 

სასურველია ზეპირად იცოდეთ ის ინფორმაცია, რომელიც პრეზენტაციის დროს იქნება წარმოდგენილი. შეგიძლიათ სპეციალური მოხსენების გაკეთება, მაგრამ ვიზუალური კონტაქტი აუდიტორიასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

ხელები დააწყვეთ მომზადებულ კათედრაზე (თუ არსებობს ამის შესაძლებლობა) ან ერთ ხელში დაიჭირეთ საწერკალამი ან კონსპექტი. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ხელები არ იყოს დაფარული ან ჯიბეებში ჩაწყობილი.

 

არ ღირს ვიზუალური დამხმარე მასალების ხილვადობისათვის ხელის შეშლა, აუდიტორიისაკენ ზურგით შებრუნება. პრეზენტაციის დაწყებიდან დაამყარეთ აუდიტორიასთან ვიზულური კონტაქტი და შეინარჩუნეთ იგი მთელი პროცესის განმავლობაში.

 

ყურადღება მიაქციეთ თქვენს საუბარს. იგი უნდა იყოს მკაფიო, გასაგები და არ უნდა იყოს სწრაფი. აუდიტორიას კარგად უნდა ესმოდეს, რას და როგორ საუბრობთ, რათა არ გაჩნდეს ნათქვამის გამეორების საჭიროება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხმის ტემბრს. ის უნდა იყოს მკაფიო და გასაგები.

 

იმისათივს, რომ მსმენელმა მარტივად გაიგოს, თუ "სად მთავრდება აბზაცი" ან იცვლება საუბრის თემა, ლაპარაკის დროს საჭიროა მცირე პაუზების გაკეთება.

 

ოთახში გადაადგილება სავსებით მისასალმებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ სრულდება ხშირად და პირდაპირ მსმენელის გარშემო.

 

თუ დაგეგმილი გაქვთ გრძელი, მრავალსაათიანი პრეზენტაციის ჩატარება ან მისთვის ცალკე დღე არის გამოყოფილი, ასეთ შემთხვევაში უკეთესი იქნება, თუ პრეზენტაციას ნაწილებად დაჰყოფთ. შესვენებებზე კი მსმენელს დასვენებისა და ჭამისათვის საჭირო დროს გამოუყოფთ.

 

ყველა წარმატებული პრეზენტაციის ფინალურ აკორს სამახსოვრო საჩუქრების გადაცემა წარმოადგენს. ეს შეიძლება იყოს როგორც კორპორატიული სიმბოლიკის მატარებელი სუვენირები, ასევე საერთო დანიშნულების საჩუქრები. ყველაზე წარმატებულ სუვენირებად, რომლებსაც პრეზენტაციის დროს ხშირად გადასცემენ, წარმოადგენენ: პოლიგრაფიული ბროშურები, ბუკლეტები, საქაღალდეები, პრეზენტაციის დისკები, ელიტური კანცელარიული ნივთები (საწერკალმები, ბლოკნოტები, კალენდარები, ორგანაიზერები) ჭიქები, სამაგიდე ან საკედლე საათები და სხვა.

 

მომზადებული და საკუთარ თავში დარწმუნებული მომხსენებელი ყოველთვის საინტერესო იქნება ნებისმიერი აუდიტორიისათვის. ამიტომაც პრეზენტაციის ჩატარება – ხელოვნებაა, რომლის სწავლაც ყველას შეუძლია. გისურვებთ წარმატებულ პრეზენტაციას!