რისთვის უნდა იყოთ მზად, სანამ ბეტონის ჭერს აირჩევთ - დადებითი და უარყოფითი მხარეები
ბეტონი ძალიან კარგად უძლებს ნესტს. ასევე საუკეთესო ხანძარსაწინააღმდეო დაცვა აქვს და ეკოლოგიურად უსაფრთხოა. უმეტესობა ფიქრობს, რომ ბეტონის ჭერს თუ დატოვებს, მისი მოსაპირკეთებელი ხარჯის გაღება აღარ მოუწევს, მაგრამ მთლად ასეც არ არის. ბეტონს აუცილებლად სჭირდება დამუშავება, გრუნტი და სპეციალური ლაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში მასალა გამოშრება და სახლში ბეტონის მტვერი დაიწყებს ცვენას.
ბეტონის ჭერი თეთრთან შედარებით, ბნელია. ამიტომ თუ ოთახს ძალიან კარგი ბუნებრივი განათება არა აქვს, კარგად დაფიქრდით, სანამ მასზე არჩევანს შეაჩერებთ. კარგი ბუნებრივი განათების პირობებშიც კი ბეტონის ჭერს დამატებითი ნათურები სჭირდება, რომ სახლი სრულფასოვნად განათდეს.ბეტონი შედარებით ცივია და გათბობის ხარჯებს ზრდის, გაულესავი ჭერი ნაკლებად იკავებს ხმაურსაც. ელექტროგაყვანილობის სადენების დაფარვაც რთულია. თუმცა ფაქტია, ბეტონის ჭერი აქტუალობას არ კარგავს და ძალიან ბევრი ადამიანი კმაყოფილია მისით. შესაბამისად, კიდევ დიდხანს დარჩება თანამედროვე ინტერიერში. გაგრძელება
წყარო: ss.ge