როგორ დავიცვათ კანი ბარძაყებს შორის გახეხვისგან - rogor.ge

როგორ დავიცვათ კანი ბარძაყებს შორის გახეხვისგან

შორტები კაბების ნაცვლად

ბარძაყებს შორის კანის გახეხვის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ კაბების ნაცვლად ჩაიცვათ შორტები. როგორი ქვედაკაბა ან კაბაც არ უნდა აირჩიოთ, თქვენი კანი მაინც გაიხეხება. ზაფხულში ატარეთ შორტები, რომელიც ფარავს და იცავს ბარძაყის მგრძნობიარე ადგილს.

ველოსიპედის შორტები

შეეცადეთ შეამციროთ ხახუნი ველოსიპედის შორტების ჩაცმით.

ალოე ვერა

ალოე ვერა კარგია არა მხოლოდ მზის დამწვრობის დროს, არამედ ხახუნისგან გამოწვეული ტკივილისგანაც გაგათავისუფლებთ. ამისათვის შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი ალოე ვერას გელთან. ეს ნარევი სწრაფად დაამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, რადგან მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები.

ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი გაღიზიანებული კანისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. ქოქოსს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები, რაც ხელს უშლის ჭუჭყისა და ოფლის მიერ გამოწვეული ბაქტერიების დაგროვებას.

ბავშვის პუდრა

მნიშვნელოვანია, რომ თეძოებს შორის კანი ყოველთვის მშრალი იყოს, რადგან სწორედ მისი ტენიანობა უწყობს ხელს გახეხვას. ზედმეტი ოფლიანობის თავიდან ასაცილებლად, ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ წაისვით ბავშვის პუდრა ბარძაყებს შორის.

დეოდორანტი

თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ დეოდორანტი თეძოებზე ზედმეტი ოფლიანობის თავიდან ასაცილებლად. ეს დაიცავს თქვენს კანს მინიმუმამდე. არ მისცეთ უფლება კანის გახეხვამ შეცვალოს თქვენი გეგმები. ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გაღიზიანება და დაიცვათ კანი. თუ გახეხვის პრობლემა უცვლელი რჩება ან სხვა სიმპტომები გამოჩნდება ბარძაყის კანზე, მიმართეთ ექიმს.