სხვა ქვეყანაში ხარ და ენა არ იცი? - როგორ გამოიყენოთ აპლიკაცია, რომ ეს პრობლემა გადაჭრათ
ოფლაინ ფუნქცია ხელმისაწვდომია Android-სა და iOS-ზე. აპლიკაცია მხარს უჭერს თარგმანებს რუსული, იტალიური, ესპანური, გერმანული, ფრანგული და პორტუგალიურიდან ინგლისურად და პირიქით. მომავალში, დეველოპერები უზრუნველყოფენ სხვა ენების მხარდაჭერას.
Google Translate-ს უკვე ხსენებული ფოტო თარგმანების გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. დამატებითი განახლება ეხება საუბრების თარგმნას. მანამდე ყოველი ფრაზის დროს მთარგმნელის მომხმარებელი პირადად უნდა აერჩია სასურველი ენა. ახლა უფრო გონივრულ პროგრამას დასჭირდება მხოლოდ განმსაზღვრელი მონაცემების შეყვანა საუბრის დასაწყისშივე. მაგალითად, თუ აირჩევთ ინგლისურს და ფრანგულს, აპლიკაცია ავტომატურად აღმოაჩენს სწორ ენას საუბრის დროს და შესაბამისად გიპასუხებთ.