როგორ მზადდება და გამოიყენება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყველი „პარმეზანი“ - rogor.ge

როგორ მზადდება და გამოიყენება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყველი „პარმეზანი“

ყველის წარმოშობის შესახებ

მისი რეცეპტი ჯერ კიდევ 900 წლის წინ ბენედიქტელმა ბერებმა შეიმუშავეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ ყველის რეცეპტი უცვლელი რჩებოდა: რძე, წყალი, მარილი და რაც მთავარია, დიდი მოთმინება მისი დამწიფების, დავარგების პროცესში. მონასტრები განლაგებული იყო პარმისა და რეჯო-ემილიას შორის მდებარე ველზე და ამის მიხედვით მიიღო სახელწოდება პარმიჯანო რეჯანო. ვრცელმა საძოვრებმა განავითარა ფერმერული საქმიანობა მონასტრებში და მოჭარბებულმა რძემ კი განაპირობა ისეთი რეცეპტის შემუშავება, რომელიც მათ რძის პროდუქტების დიდხანს შენახვის საშუალებას მისცემდა.

პარმიჯანოს შესახებ პირველი წერილობითი საბუთია 1254 წელს გენუაში შედგენილი სანოტარო აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მდიდარმა ქალმა თავისი სახლი ჩადო, რათა ყოველწლიურად მიეღო 25 კგ პარმაში დამზადებული ყველი, რომელსაც მაშინ იცნობდნენ ლათინური დასახელებით caseus parmensis. XIV საუკუნის განმავლობაში ბენედიქტელთა სააბატოს ცისტერციანელებმა შეინარჩუნეს პარმიჯანოს წარმოების მონოპოლია და იტალიაში ყიდდნენ. XVI საუკუნეში ყველის რეცეპტი გაიყიდა ევროპაში, და გერმანელმა და ფრანგმა მზარეულებმა დაიწყეს მისი მომზადება.

1612 წლის 6 აგვისტოს პარმის ჰერცოგმა, ორიგინალური წარმოების დაცვის მიზნით, გამოაქვეყნა სია, რა და რა ადგილზე შეიძლებოდა სიტყვა „პარმას“ გამოყენება თავისი პროდუქტის გამოშვების დროს.

2004 წლისათვის მსოფლიოს 512 მეწარმე აწარმოებდა ყველს სახელწოდებით „პარმეზანი“. 2008 წელს ევროპის სასამართლომ დაადგინა, ეს სახელწოდება მიენიჭოს მხოლოდ იმ ყველს, რომელიც დამზადებულია იტალიის ჩრდილოეთ რაიონებში.

ისტორიული ფაქტები და ლიტერატურული ეპიზოდებიც ადასტურებს ამ ყველის პოპულარობას. 1344 წელს, ჯოვანი ბოკაჩო „დეკამერონში“ აღწერს, როგორ გამოიყენებოდა გახეხილი პარმიჯანო მაკარონსა და რავიოლისთან ერთად.

უდიდესი დრამატურგი, მოლიერი, სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით ყოველდღიურად იღებდა 320 გ ყველს და 3 ჭიქა პორტვაინს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ამერიკაში ყველის ამ სახეობის პოპულარობა დაკავშირებულია აშშ-ის მესამე პრეზიდენტთან, თომას ჯეფერსონთან. განაგრძეთ კითხვა