როგორ მოიქცეთ სწორად, თუ გაგიტაცეს
ესაუბრეთ ადამიანებს, რომლებიც უკვე იყვნენ იმ ქვეყანაში, რომლის მონახულებასაც აპირებთ
სარისკო მოგზაურობის წინ გაესაუბრეთ ადამიანებს, რომლებიც უკვე იყვნენ ამ ადგილებში. ერთია რაიმეს წაკითხვა ინტერნეტში, და სულ სხვაა ამ ამბის უშუალოდ მოსმენა. გარდა ამისა, ცუდი არ იქნება ქვეყანაში არსებული "პოლიტიკური ამინდისა" და ადგილობრივი ადათ-წესების გაცნობა.
დაზღვევის კიდევ ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს თქვენი ვინაობის დამადასტურებელი საბუთები, ბეჭდებითა და ხელმოწერებით. მათ შეუძლიათ დაარწმუნონ გამტაცებლები, რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, თუმცა ეს ყოველთვის არ მუშაობს.
იყავით ფრთხილად და იაზროვნეთ საღად
თუ მიდიხართ ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილის საშუალო თვიური შემოსავალი თქვენი ტელეფონის ფასს უახლოვდება, ეცადეთ არ ბრწყინოთ ძვირადღირებული ნივთებით. შეეცადეთ ჩაიცვათ ჩვეულებრივად, რათა შეძლოთ მასაში შერწყმა. ასევე, კარგი იქნება რამდენიმე ფრაზის სწავლა ადგილობრივ ენაზე, რათა მეტად გაიგოთ, რაც ხდება გარშემო. უმჯობესია ქალებმა თავი აარიდონ ზედმეტად პროვოკაციულ სამოსს და პატივისცემა გამოამჟღავნონ ადგილობრივთა ტრადიციებთან.
ყოველთვის თან იქონიეთ მცირე თანხა
ყოველთვის სჯობს თან ატაროთ მცირე თანხა, რაც თქვენთვის არაფერია, მაგრამ ყაჩაღისთვის მნიშვნელოვანი თანხაა. უმჯობესია შეინახოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები (პასპორტი, მართვის მოწმობა, ბარათები და ა.შ.) ცალკე საფულეში ან ისეთ ადგილას, სადაც მძარცველი ნაკლებად მიხვდება.
მოიპოვეთ გამტაცებლების კეთილგანწყობა
თუ ეს უკვე მოხდა და თქვენ გატაცებული ხართ, შეეცადეთ მოიპოვოთ მათი კეთილგანწყობა - ამან შეიძლება გადაარჩინოს თქვენი სიცოცხლე. შეეცადეთ მათთან ისაუბრონ სპორტზე, ოჯახზე, შესაძლოა რელიგიაზე. თუ ისინი გიყურებენ, როგორც უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ გამოსასყიდი ნივთი, არამედ როგორც პიროვნებას, ბედნიერი დასასრულის ბევრად მეტი შანსი გექნებათ.
თავს მიხედეთ
ნუ იტყვით უარს საკვებსა და წყალზე, რომლებსაც გამტაცებლები მოგიტანენ. თუ ოთახში ზიხართ ფანჯრების გარეშე, მოუსმინეთ ხმებს ოთახის გარეთ - ამით შეიძლება განსაზღვროთ სიტუაცია და დრო. თუ მარტო არ ხართ, დაუკავშირდით სხვა მძევლებს, მონაწილეობა მიიღოთ გაქცევის გეგმის მომზადებაში. შედეგად თქვენ გექნებათ მეტი შანსი დარჩეთ უვნებელი, გაარკვიოთ გატაცების მიზეზი და მოტივები.
ყურადღება მიაქციეთ გამაფრთხილებელ ნიშნებს
თქვენ გაგიტაცეს გამოსასყიდის ან პოლიტიკური მიზეზების გამო? რა უნდათ თქვენს გამტაცებლებს თქვენგან და გაქვთ თუ არა ის, რაც მათ სჭირდებათ? თუ მათი გეგმები მოიცავს თქვენს მკვლელობას, მაშინ მათი ქცევა მკვეთრად შეიცვლება. მათ შეიძლება დაგიწყონ უხეშობა, შეწყვიტონ თქვენი კვება. თუ შეამჩნევთ ამ გამაფრთხილებელ ნიშნებს, უმჯობესია იჩქაროთ და სცადოთ გაქცევა.