როგორ და სად შევხვდეთ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს
შეარჩიეთ შესაბამისი ადგილი პირველი შეხვედრისათვის. ის არ უნდა იყოს ძალიან ხმაურიანი, არც ბევრი ხალხის ყოფნაა სასურველი დიდად. ამავდროულად პირველი შეხვედრისთვის არც ის არის კარგი, რომ დაუსახლებელი ადგილი სადაც ადამიანები არ არიან და მოსაწყენია ისეთ ადგილას წასვლა. თავიდანვე დაგეგმეთ მარშრუტი, რომ მერე არ მოგიწიოთ ფიქრი. როგორც წესი ამის ორგანიზება კაცს უწევს. ასევე სურვილის შემთხვევაში შეიძლება შესთავაზოთ ერთმანეთს ვარიანტები და ერთად მოიფიქროთ.
შეეცადეთ, რომ არ დააგვიანოთ შეხვედრაზე. გახსოვდეთ, შეყოვნების უფლება აქვს მხოლოდ ქალს. კაცებისთვის - ეს აკრძალულია. პუნქტუალურობა მიუთითებს საკუთარი თავის აღზრდასა და პირად კულტურაზე. შეხვედრაზე დროულად მისვლა ნიშნავს იმას, რომ პატივს სცემთ მას ვისაც ხვდებით.