როგორ შეარჩიოთ ჯინსი, თუ თქვენი სიმაღლე 165 სმ-მდეა - rogor.ge

როგორ შეარჩიოთ ჯინსი, თუ თქვენი სიმაღლე 165 სმ-მდეა

ყველაზე უნივერსალური

rogor1-1681887808.jpg

ჯინსის სწორი მოდელი არის ნამდვილი მოდური ჯადოსნური ჯოხი ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ის გარდერობში ყველანაირ ფეხსაცმელთან მიდის: მოხდენილი ქუსლებიდან - სპორტულ ფეხსაცმელებამდე. გარდა ამისა, ეს შარვალი კარგად უხდება ნათელ ფერებს.

Bootcuts: "მსუბუქი" ვერსია

rogor2-1681887849.jpg

შარვლის ეს მოდელი ქვემოთ ოდნავ „გაფართოებით“ არ ადაბლებს ფიგურას, ხაზს უსვამს ფეხებსა და თეძოებს. ჩაიცვით ისინი მსუბუქ სვიტერთან და სნიკერებთან - ამ სეზონისთვის მოდური და აქტუალური იქნებით!

მცირე გაფართოებით

rogor3-1681887991.jpg

მცირე სიმაღლის ადამიანებს სტილისტები ურჩევენ, მოერიდონ ზედმეტად განიერ ჯინსებს. მაგალითად, დიდი ზომის შარვალი მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად ჰარმონიულად გამოიყურება. მაგრამ ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ჯინსები, რომლებიც ოდნავ ფართოვდებიან ქვედა მიმართულებით, უკეთესად შეეფერება თქვენს საყვარელ სპორტულ ფეხსაცმელს ან ბალერინებს. გარდა ამისა, ამ მოდელთან ერთად, ჩვენ არ გირჩევთ ჩანთის და გრძელი ჰუდის ტარებას - არის ვიზუალის გადატვირთვის შანსი.

მაღალი წელი

rogor4-1681888078.jpg

დაბალი წელი არ არის საუკეთესო არჩევანი მცირე სიმაღლის გოგონებისთვის, დიდი ალბათობით ის კიდევ უფრო დაბალს გამოგაჩენთ. მაღალი წელი - მუშაობს ზუსტად საპირისპიროდ, აქცენტს აკეთებს წელისა და თეძოებზე და ხაზს უსვამს ლამაზ ფეხებს. ჯინსის ასეთი ჭრის დროს არ არის ცუდი, როგორც დიდი ზომის მაისურის, ასევე კლასიკური მორგებული პერანგის ჩაცმა.

წყარო: thevoicemag