როგორ დაიყენოთ ხრინწიანი ხმა - rogor.ge

როგორ დაიყენოთ ხრინწიანი ხმა

ბევრი ყვირილი. წადით საყვარელი სპორტული გუნდის საგულშემატკივროდ, ან ხმაურიან კონცერტზე. დიდხანს ილაპარაკეთ ან იყვირეთ, მეორე დღეს კი შედეგს აუცილებლად იგრძნობთ. სავარაუდოდ, რამდენიმე საათის განმავლობაში მოგიწევთ ძალიან ხმამაღლა ლაპარაკი, რომ დაიყენოთ ხრინწიანი ხმა. რამდენიმე დღეში თქვენი ხმა კვლავ ისეთი იქნება. პროცესის დაჩქარება შეგიძლიათ პასტილებით და ყელის სპრეით.

1-1681803449.jpg

იმღერეთ მაღალ ნოტებზე. როდესაც მღერით, თქვენი ვოკალური იოგები ვიბრირებს ხმის შესაქმნელად. მაღალ ნოტებზე მღერისას ვიბრაცია მატულობს. ძლიერმა ვიბრაციამ შეიძლება გააღიზიანოს თქვენი ვოკალური იოგები, რამაც შეიძლება თქვენი ხმა ხრინწიანი გახადოს. გააგრძელეთ ასე რამდენიმე საათის განმავლობაში.

2-1681803463.jpg

ჩურჩულით ილაპარაკეთ. ჩურჩულის დროს ვოკალური იოგები უფრო მჭიდროდ იხურება, რის შედეგადაც მათზე დატვირთვა იზრდება.

3-1681803473.jpg

ბევრი იტირეთ. ხანგრძლივი ტირილი უარყოფითად მოქმედებს ხმაზე. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვებს ან ჩვილებს, რომლებსაც შეუძლიათ მთელი ღამე ტირილი. ასეთ ვითარებაში მათი ხმა შეიძლება ხრინწიანი გახდეს დილით.

4-1681803483.jpg

დალიეთ ნაკლები სითხე. დეჰიდრატაცია უარყოფითად მოქმედებს ხმაზე. იწვევს ხმის იოგების, ხორხისა და ხახის ლორწოვანი გარსის სიმშრალეს. სითხის არასაკმარისმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. გარდა ამისა, ისეთი სასმელების მიღებამ, როგორიცაა ალკოჰოლი ან ყავა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. ამიტომ თქვენი მიზნის მისაღწევად შეგიძლიათ ნაკლები დალიოთ ან წყალი შეცვალოთ ზემოთ ნახსენები სასმელებით. გააკეთეთ ფიზიკური ვარჯიშები, რომლებიც ხელს შეუწყობს უხვ ოფლიანობას. ძლიერმა დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ცხელება და სიკვდილიც კი. ნუ გადააჭარბებთ.

5-1681803495.jpg

მიირთვით ცხარე საკვები. კუჭის მჟავა ყელში იწვევს გაღიზიანებას. ცხარე საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს მჟავას რეფლუქსი, რამაც შეიძლება თქვენი ხმა ხრინწიანი გახადოს. თუმცა, თუ ხშირად მიირთმევთ ცხარე საკვებს, ეს მეთოდი სასურველ ეფექტს არ მოიტანს. სცადეთ თქვენთვის ახალი სამზარეულოს კერძი. უპირატესობა მიანიჭეთ ყველაზე ცხარე კერძს.თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მჟავას რეფლუქსმა შეიძლება გამოიწვიოს წყლულები და კუჭის ტკივილი.

cicak-1681803646.png

წყარო: wikihow.com