როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები მარტივად, ზედმეტი ეჭვების შეტანის გარეშე - rogor.ge

როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები მარტივად, ზედმეტი ეჭვების შეტანის გარეშე

მონეტის აგდება

ზოგჯერ მონეტის აგდება კარგი გამოსავალია. თუ ძალიან დაბნეული ხართ, შეგიძლიათ არჩევანი შემთხვევითობას მიანდოთ.

ჩამოწერეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე

ეს მეთოდი რეკომენდებულია უფრო სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად. შეაგროვეთ ყველა ის მონაცემი, რომელიც გაქვთ. როცა თქვენს თვალწინ იქნება ყველა ინფორმაცია, არ ინერვიულებთ და ზუსტად გეცოდინებათ, რომ არჩევის დროს ყველა ნიუანსი იყო გათვალისწინებული.

გახსოვდეთ, რომ ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია

თითქმის არ არსებობს სიტუაციები, რომლებიც აღარ განმეორდება. მაშინაც კი, თუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას, შეგიძლიათ შეცვალოთ მისი შედეგები. მაგალითად, ბინა, თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ გაყიდოთ და ახალი იყიდოთ. ანალოგიურად, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი, არამედ სამუშაო და პროფესია.

ფსიქოლოგები გვირჩევენ არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ერთ გადაწყვეტილებას ყოველთვის მეორე მოსდევს. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, თქვენ გააგრძელებთ მოქმედებას ახალი გარემოებების გათვალისწინებით. შესაბამისად, ამდენი ენერგიისა და გონებრივი ძალის დახარჯვას ყველა არჩევანზე უბრალოდ აზრი არ აქვს.

აღიარეთ, რომ არ არსებობს სრულყოფილი გადაწყვეტილებები

უმეტეს შემთხვევაში ყველაფრის გათვალისწინება და კონტროლი არ შეგიძლიათ. შეგიძლიათ აირჩიოთ იდეალური ტელევიზორი ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ კი გაიგოთ, რომ ახალი მოდელი გამოვიდა, კიდევ უკეთესი. იდეალურ სალონში შეიძლება თმა გაგიფუჭდეთ. იდეალური სერიალი, რომელიც მოგეწონათ სინოფსისისა და მიმოხილვების საფუძველზე, შეიძლება ძალიან მოსაწყენი აღმოჩნდეს.