როგორ ვიპოვოთ სიყვარული განქორწინების შემდეგ
უკეთ შეიცანით საკუთარი თავი
ეს შეიძლება არ იყოს ის, რისი მოსმენაც გინდოდათ, მაგრამ განქორწინების შემდეგ გარკვეული დროის მარტო გატარება საუკეთესოა, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ. რადგან ამ შემთხვევაში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი, გაიგოთ რა მოგწონთ და რა არა, პარტნიორთან განშორების შემდეგ შინაგანი ჭრილობები განიკურნოთ.
იზრუნეთ საკუთარ თავზე
ეს აგიმაღლებთ განწყობას და დაგეხმარებათ თვითშეფასების ამაღლებაში. როდესაც საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ, ჩვენ უფრო მეტად მივიზიდავთ ადამიანებს, რომლებიც სულით ჩვენთან ახლოს არიან.
გაიგეთ თქვენი საჭიროებები
რა გინდა ცხოვრებისგან? როგორ ხედავ შენს მომავალ პარტნიორს? რა ურთიერთობაზე ოცნებობ? და, რაც მთავარია, გჯერა, რომ ამ ყველაფრის მიღება ნამდვილად შეგიძლია? ჩაწერეთ ამ კითხვებზე პასუხები, ეს დაგეხმარებათ ამოიცნოთ სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებული არაცნობიერი დამოკიდებულებები და გააცნობიეროთ საკუთარი ღირებულება.
გახდით სხვა ადამიანი
იფიქრეთ იმაზე, თუ რა თვისებები უნდა გქონდეთ იმისათვის, რომ თქვენი იდეალური პარტნიორი დაინტერესდეს თქვენით. მაგალითად, თუ გსურთ თქვენს გვერდით იხილოთ თავდაჯერებული ადამიანი, მაშინ ეს თვისება საკუთარ თავში უნდა განავითაროთ. ეცადეთ იყოთ თავდაჯერებული ნებისმიერ სიტუაციაში.
გახსნილი იყავით სხვა ადამიანებთან
ახალი ნაცნობების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ თქვენს გრძნობებს. შესაძლოა ის სულაც არ არის ისეთი ადამიანი, როგორიც თქვენ წარმოგედგინათ, მაგრამ თუ მის გვერდით თავს კარგად და კომფორტულად გრძნობთ, დაუყოვნებლივ ნუ დაიჭერთ დისტანციას ასეთ ადამიანთან. არავინ იცის საბოლოოდ თქვენი ურთიერთობა საით წავა.
უკეთ გაიცანით თქვენი ახალი პარტნიორი
როდესაც შეხვდებით ადამიანს, ვისთანაც თავს კარგად გრძნობთ, დაუთმეთ დრო, რომ ურთიერთობა ახალ დონემდე მიიყვანოთ. მიუდექით გადაწყვეტილებას უფრო ფრთხილად და ჭკვიანურად და დარწმუნდით, რომ კვლავ არ დარჩებით გატეხილი გულით. არასოდეს დაკმაყოფილდეთ იმაზე ნაკლებზე, რასაც ნამდვილად იმსახურებთ.
ნუ იჩქარებთ სექსს
არ დაიცვათ ისეთი სტერეოტიპული წესები, როგორიცაა „სექსი მეხუთე პაემანზე“. ზოგჯერ ადამიანები სექსის შემდეგ მეტად ეჯაჭვებიან ახალ პარტნიორს და ვერ ასხვავებენ თავიანთ ემოციებს რეალური მოწონებისგან. ამიტომ სექსის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ნამდვილად გსურთ ამ ადამიანთან დროის გატარება და მზად ხართ მეტისთვის.
ახალი ქორწინება განიხილეთ მინიმუმ 2 წლიანი ნაცნობობის შემდეგ
მინიმუმ წელიწადნახევარი სჭირდება ვინმეს რეალურად გაცნობას და განქორწინების შემდეგ ახალი ურთიერთობისთვის შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს. ნუ იჩქარებთ ქორწინებას, მეტი დრო დაუთმეთ იმის გარკვევას, იზიარებთ თუ არა ერთნაირ შეხედულებებს. როგორც წყვილი, ერთმანეთის ოჯახების გაცნობა და იმის გარკვევა, თუ რა არის მნიშვნელოვანი თითოეული თქვენგანისთვის. ეს დაგეხმარებათ ობიექტური და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.