რომელი ზონები უნდა შეამოწმოთ სახლში, უცნაური სუნის გაჩენისას - rogor.ge

რომელი ზონები უნდა შეამოწმოთ სახლში, უცნაური სუნის გაჩენისას

ნაგვის ურნა

ნაგვის ურნა რეგულარულად უნდა გაასუფთავოთ. უსიამოვნო სითხე და ნივთიერებები შეიძლება დაგროვდეს ურნაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცუდი სუნი და დარჩეს ნაგვის გადაყრის შემდეგაც. ნაგვის ურნის გასაწმენდად შეასხურეთ გაზავებული მათეთრებელი საშუალება, გააჩერეთ რამდენიმე საათი და შემდეგ კარგად ჩამორეცხეთ საპნით და წყლით.

შინაური ცხოველების საწოლი

კატები და ძაღლები ნამდვილად ოჯახის წევრები არიან, თუმცა ისინი ხშირად ხდებიან უსიამოვნო სუნის წყარო. როდესაც ცხოველებს ბეწვი სცვივათ, ბაქტერიების რაოდენობაც იზრდება. ამის თავიდან ასაცილებლად რეგულარულად დაბანეთ თქვენი შინაური ცხოველი,ყოველ კვირა გარეცხეთ მისი საწოლი საპნითა და წყლით. თქვენ მტვერსასრუტით უფრო ხშირად უნდა გაასუფთავოთ ის ადგილები, სადაც ყველაზე მეტი თმა გროვდება: დივნები, საწოლები, ასევე მათი ხალიჩა.

სარეცხის კალათა

ის არ უნდა ინახებოდეს აბაზანაში, უმჯობესია საძინებელში მოათავსოთ. გარკვეული ტენიანობის დროს ბაქტერიები უფრო აქტიურად იწყებენ გამრავლებას, რის გამოც ჩნდება უსიამოვნო სუნი. როდესაც თქვენ გაქვთ ჭუჭყიანი და ნესტიანი ტანსაცმელი, რომელიც უნდა გარეცხოთ, ეს დაუყოვნებლივ გააკეთეთ, კალათაში ჩაგდების ნაცვლად.

თეთრეული

ხშირად გარეცხეთ თეთრეული, ის დროთა განმავლობაში იჟღენთება ოფლით, მტვრით, ჭუჭყით.

სარეცხი მანქანა

ობის შეიძლება გაჩნდეს ისეთ მოწყობილობებში, რომლებიც მუდმივად კონტაქტშია წყალთან და ეს იდეალური გარემოა უსიამოვნო ბაქტერიებისთვის. სარეცხი მანქანის კარის გაღებისას და დახურვისას ტენიანობა შიგნით რჩება. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის დატოვეთ სარეცხი მანქანის კარი ღია სულ მცირე რამდენიმე საათის განმავლობაში.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ის, ისევე როგორც სარეცხი მანქანა, შესანიშნავი ადგილია ობისა და უსიამოვნო სუნის წარმოქმნისთვის. მით უმეტეს, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა აშორებს საკვების ნარჩენებს თეფშებიდან. არ დაგავიწყდეთ მოწყობილობის შიდა ნაწილის რეგულარული გაწმენდა.

ახალი ავეჯი

ალბათ ფიქრობთ, რომ არაფერი შეედრება ახალი ავეჯის სურნელს - ეს არის ახალი შეფუთვისა და ხელუხლებელი ნივთების ჯადოსნური სუნი. თუმცა, მას შეუძლია ჯანმრთელობის საფრთხე შეგიქმნათ. სინამდვილეში, აქროლადი ორგანული ნაერთები ავეჯის სპეციფიკურ სუნს იძლევა. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ თავის ტკივილი, თვალების გაღიზიანება, ცხვირის და ყელის ტკივილი, ზიანს აყენებს თირკმელებსაც. აქროლადი ნაერთებისგან თავის დაღწევის ყველაზე ეფექტური გზაა ჰაერის გამწმენდის გამოყენება ნახშირბადის ფილტრით. თუ ახალი ავეჯის მძაფრი სუნი გრძელდება თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, თქვენ უნდა იფიქროთ მის უკან დაბრუნებაზე.