როგორ მოვამზადოთ სწრაფი პიცა - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ სწრაფი პიცა

დაჭერით ნივრის კბილი და შეურიეთ ზეთი. ეს ნაზავი წაუსვით ლავაშის ფენებს.

ძირი შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში 5 წუთით, შემდეგ მოაყარეთ მოცარელას თხელი ნაჭრები. ყველს მოაყარეთ მარილი და პილპილი, ზემოდან მოაყარეთ თხლად დაჭრილი პომიდორი.

პიცა მზად იქნება 7-10 წუთში, დარწმუნდით, რომ პურის ძირი არ გამოშრეს და დაიწვას. ცხელი პიცის ნაჭრებს მოასხით ბალზამიკო და ზეთის ნარევი, შეაზავეთ ნიორით და მოაყარეთ რეჰანი.