როგორ გადარჩეთ, თუ ვიღაც დანით დაგესხათ თავს - rogor.ge

როგორ გადარჩეთ, თუ ვიღაც დანით დაგესხათ თავს

რა უნდა გააკეთოთ, თუ მამაკაცი დანით მოგიახლოვდება

პირველი და ყველაზე ეფექტური გზა არის გაქცევა იქით, საითაც ხალხი შეიძლება იყოს. ან დაიყვირეთ, რათა მიიპყროთ სხვების ყურადღება. ეს საუკეთესო ვარიანტია გადარჩენისთვის, მიუხედავად თქვენი მომზადების დონისა და საბრძოლო უნარებისა. თავდასხმის თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია დროულად აღიქვას საფრთხე. სიბნელე, ცუდი ამინდის პირობები ან უყურადღებობა შეიძლება იყოს ხელის შემშლელი მიზეზი.

გარდა ამისა, ყოველთვის არ არის შესაძლებელი აგრესორისგან სწრაფად დამალვა. მაგალითად, თუ გაქვთ შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობები, ან მოგზაურობთ ბავშვებთან ან სხვა ადამიანებთან ერთად, რომლებსაც არ შეუძლიათ სწრაფად გადაადგილება. შემდგომი ქმედებების გადასაწყვეტად, თქვენ უნდა გესმოდეთ, რა სურს პოტენციურ თავდამსხმელს. თუ მატერიალური ფასეულობების წართმევის მიზნით გემუქრებიან, სჯობს მშვიდად ჩააბაროთ ფული ან ტელეფონი და როცა წავა, სასწრაფოდ აცნობეთ პოლიციას. ახლა ქალაქებში უამრავი კამერაა და დიდი შანსია, რომ დამნაშავე იპოვონ და დააკავონ.

გამოიყენეთ იმპროვიზირებული საშუალებები

თუ გასაქცევი არსადაა, მნიშვნელოვანია არ შეხვიდეთ მჭიდრო კონტაქტში თავდამსხმელთან და გაზარდოთ მანძილი ყველა არსებული საშუალებით. გამოიყენეთ ყველა ხელთ არსებული საშუალება, რომ მტერს მაქსიმალური ზიანი მიაყენოთ. მაგრამ დაიმახსოვრეთ: როგორც კი გაქცევის ოდნავი შანსი მოგეცემათ, მაშინვე გააკეთეთ ეს.

შეტევა

მუდმივად იმოძრავეთ, თუ მოახერხეთ როგორმე დაუჭირეთ ხელი, შემდეგ კი უკბინეთ. კისრის, საზარდულის, თირკმელების და მუცლის ორივე მხრიდან დაცვა შეუძლებელია მხოლოდ ხელის დაფარებით. გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ შეძლებთ გამოიცნოთ სად დაგარტყამთ მტერი. მაქსიმალურად უნდა ეცადოთ არ დანებდეთ, ზოგჯერ შედეგს განსაზღვრავს არა ტექნიკა, არამედ გადარჩენის სურვილი.

არ შეეცადოთ გაიხსენოთ ხრიკები ვიდეოდან

ტექნიკა, რომელიც ნაჩვენებია YouTube-ზე, არ მუშაობს, რადგან სინამდვილეში ისინი დანით შესაძლოა სხვადასხვა ადგილას გირტყამდნენ, თანაც სწრაფად და მთელი ძალით. ამიტომ მაშინაც კი, თუ კარგად ისწავლეთ დანით თავდაცვის ტექნიკა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებთ მის გამოყენებას რეალურ პირობებში. ამავდროულად, სწრაფმა და მოულოდნელმა შეტევამ, განსაკუთრებით იმპროვიზირებული საშუალებების გამოყენებით, შეიძლება თავდამსხმელი გააკვირვოს. გახსოვდეთ, რომ თქვენი მთავარი ამოცანაა შექმნათ პაუზის მომენტი და შეძლოთ გაქცევა.

რა უნდა გააკეთოთ, თუ დაშავებული ხართ

თუ მოახერხეთ თავდამსხმელთან ბრძოლა და საფრთხე აღარ გემუქრებათ, საჭიროა ყურადღებით შეამოწმოთ საკუთარი თავი. მომეტებული ადრენალინის გამო, შეიძლება ვერ შეამჩნიოთ, რომ დაგჭრეს. ამიტომ, მაშინაც კი, თუ ტკივილს არ გრძნობთ, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, არის რომ დარწმუნდეთ თქვენს უსაფრთხოებაში. თუ დაშავებული ხართ, უნდა მიიღოთ ზომები სისხლდენის შესაჩერებლად. თუ დანა შიგნით რჩება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ამოიღოთ იგი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს უხვი სისხლდენა. ნებისმიერი ქსოვილი, როგორიცაა შარფი ან ტანსაცმლის ნაჭერი, უნდა გამოიყენოთ სისხლდენის შესაჩერებლად. შემდეგ სასწრაფოდ აკრიფეთ 112, ან შეეცადეთ გახვიდეთ ხალხთან, რათა მათ სასწრაფო დახმარება გამოიძახონ.