3 ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობაში პრობლემებს ქმნით - rogor.ge

3 ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობაში პრობლემებს ქმნით

ზედმეტად აიდეალებთ პარტნიორს

თქვენ აღიქვამთ ადამიანს არა ისეთად, როგორიც სინამდვილეშია, არამედ ისეთად, როგორიც გსურთ რომ იყოს. ამ გზით შეგიძლიათ საკმაოდ შორს წახვიდეთ, მთლიანად დაკარგოთ კავშირი რეალობასთან და ვერ გაიგოთ, რა ხდება თქვენს ურთიერთობაში.

პარტნიორის ასეთი გადაჭარბებული გაიდეალება, მისი კვარცხლბეკზე დაყენება შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ თქვენ გაქვთ თვითშეფასების, თავდაჯერებულობის დაბალი დონე და ეს არის დაბრკოლება ჯანსაღი, ჰარმონიული დაბალანსებული ურთიერთობების დამყარებისთვის.

ურთიერთობის გადასარჩენად თქვენი მორალური პრინციპების გაწირვა, სხვა ადამიანის ქცევასა და განწყობაზე ემოციური დამოკიდებულება, არარეალური მოლოდინების გაჩენა - ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოგიტანთ.

თქვენ ამყარებთ ურთიერთობას იმ ადამიანთან, ვინც ახლახან დაშორდა პარტნიორს

ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენ გაქვთ მიდრეკილება დაარღვიოთ პირადი საზღვრები, არ მისცეთ ადამიანებს მათთვის საჭირო დრო და სივრცე. აი, როგორ უნდა გაიგოთ, არის თუ არა ადამიანი მზად ახალი ურთიერთობისთვის: ყურადღება მიაქციეთ, რამდენად ხშირად ახსენებს ყოფილს საუბარში. თუ ეს მუდმივად ხდება, მაშინ როგორც ჩანს, მას ჯერ კიდევ აქვს მოგონებები და მისი ჭრილობები არ განიკურნა. მით უმეტეს, თუ ის უარყოფითად საუბრობს წინა პარტნიორზე - ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის ჯერ კიდევ არ არის მზად ახალი ურთიერთობებისთვის, ან რომ ის არის დამნაშავე დაშორებაში.

ფიქრობთ, რომ თქვენს შორის საქმეები სერიოზულია მხოლოდ იმიტომ, რომ სექსი გქონდათ

მხოლოდ ის, რომ ერთად გძინავთ და დროდადრო ურთიერთობა გაქვთ, სულაც არ ნიშნავს, რომ წყვილი ხართ. თუ ნამდვილად გსურთ ამ ადამიანთან თქვენი ურთიერთობის სხვა დონემდე მიყვანა, სიტუაციის ხელოვნური განვითარება არ უნდა მოხდეს. დაე, ყველაფერი ბუნებრივად მოხდეს, მოთმინება გამოიჩინეთ და უბრალოდ ნელ-ნელა იმუშავეთ ამ მიმართულებით - გააზიარეთ საერთო ინტერესები, გქონდეთ მეტი კომუნიკაცია, მეტი დრო გაატარეთ ერთმანეთის კომპანიაში საძინებლის გარეთ.