უგონო მდგომარეობა: როგორ უნდა მოიქცეთ
უგონო მდგომარეობა არის ცნობიერების უეცარი დაკარგვა. ის ჩვეულებრივ გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე და არ იწვევს რაიმე სერიოზულ შედეგებს. სტატისტიკის მიხედვით, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ადამიანთა დაახლოებით 30% კარგავს გონებას, შესაძლოა თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ. გონების დაკარგვა ამ შემთხვევაში თავის ტვინში სისხლის მიწოდების შეფერხებით არის განპირობებული. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ნიშნებს:
- კანი ფერმკრთალდება;
- ოფლიანობა იზრდება;
- გული უფრო სწრაფად სცემს;
- არსებობს შფოთვის განცდა;
- თითქოს არ გყოფნით ჰაერი;
- პულსი ნელდება.
თუ რაღაც მომენტში გრძნობთ მსგავს რაღაცას, შეეცადეთ დაწვეთ ან დაჯდეთ მაინც და თავი მუხლებში "ჩარგოთ", ეს ხელს შეუწყობს ტვინში სისხლის ნაკადის აღდგენას. თუ ცხელა, გრილ ადგილას უნდა გადახვიდეთ.
დახმარება ცნობიერების დაკარგვისას
ცნობიერების დაკარგვისთვის პირველი დახმარება იწყება სიტუაციის შეფასებით:
თუ მსხვერპლი
- არ სუნთქავს;
- აქვს ძლივს შესამჩნევი პულსი;
- გონს არ მოდის;
- არ გპასუხობთ;
- ერთ-ორ წუთზე მეტხანს არ მოდის გონს;
ასეთ დროს უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.
რა უნდა გავაკეთოთ გონების დაკარგვის შემთხვევაში:
- ჰკითხეთ, არის თუ არა ადამიანი კარგად;
- შეაფასეთ სასუნთქი გზების ბლოკირება;
- დარწმუნდით, რომ ადამიანი სუნთქავს (ან არა);
- დარწმუნდით, რომ აქვს ნორმალური პულსაცია;
- თუ აღებინებს დააწვინეთ გვერდზე;
- თუ ვერ სუნთქავს, დააწვინეთ ზურგზე. გაუსწორეთ თავი და კისერი.
- გაუკეთეთ ხელოვნური სუნთქვა.
- დაელოდეთ სასწრაფოს.