5 საუკეთესო ენერგეტიკული საკვები, რომელიც უნდა მიირთვათ დილით, თუ საკმარისად ვერ გამოიძინეთ - rogor.ge

5 საუკეთესო ენერგეტიკული საკვები, რომელიც უნდა მიირთვათ დილით, თუ საკმარისად ვერ გამოიძინეთ

ციტრუსები

ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, გრეიფრუტი და სხვა სახის ციტრუსები შეიცავს C ვიტამინის დიდ რაოდენობას, რომელიც ააქტიურებს ორგანიზმს. მთავარია მიირთვათ ისინი ბუნებრივი სახით. ახლად გამოწურული წვენი უფრო ნაცნობი საუზმის პროდუქტია, მაგრამ მასში მეტი შაქარია.

1-1679392045.png

შავი შოკოლადი

კაკაოს მაღალი შემცველობის შოკოლადი (მინიმუმ 50-70%) ორგანიზმს ამარაგებს კალიუმით, მაგნიუმით, თუთიით და სხვა მინერალებით. გარდა ამისა, კაკაო შეიცავს თეობრომინს, ნივთიერებას ალკალოიდების ჯგუფიდან, რომელიც ააქტიურებს ნერვულ სისტემას და ხსნის ძილიანობის შეგრძნებას.

2-1679392063.png

ბანანი

ვიტამინებთან და ბოჭკოს მაღალ შემცველობასთან ერთად, ბანანი მდიდარია კალიუმით. ეს მიკროელემენტი მხარს უჭერს მთელი სხეულის ჯანსაღ ფუნქციონირებას და პასუხისმგებელია ენერგიულობაზე დღის განმავლობაში.

4-1679392078.png

სანელებლები

დარიჩინი, ჯანჯაფილი, წიწაკა და სხვა სანელებლები აჩქარებს მეტაბოლიზმს და უზრუნველყოფს ენერგიის მოზღვავებას. ზოგიერთი მათგანი შეიძლება დაემატოს დილის საუზმეს, ზოგი კი ყავაში ან ჩაიში დაიმატოთ და გახადოთ თქვენი საუზმე უფრო გემრიელი!

5-1679392088.png

კვერცხი

კვერცხი საუზმის ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ვარიანტად ითვლება ყველა სახის ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი შემადგენლობის გამო. გარდა ამისა, კვერცხი შეიცავს სხვადასხვა ამინომჟავას, რომელიც გავლენას ახდენს სიხარულის ჰორმონის, სეროტონინის გამომუშავებაზე.

6-1679392109.png