როგორ მოვამზადოთ იღლიები ზაფხულისთვის - ძლიერი ოფლიანობისგან დეტოქსიკაციის მარტივი გზა - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ იღლიები ზაფხულისთვის - ძლიერი ოფლიანობისგან დეტოქსიკაციის მარტივი გზა

ოფლიანობა სრულიად ნორმალურია. მაგრამ ხანდახან, სუნის გამო შეიძლება უხერხულად ვიგრძნოთ თავი. მოერიდეთ ტანსაცმლის გარკვეულ სტილს ან გარკვეული სახის აქტივობას. რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას ოფლის სუნზე: ჯანმრთელობის მდგომარეობიდან დაწყებული, მავნე ჩვევებით დამთავრებული. თუმცა, ოფლის გამოხატული სუნის მოშორება არც ისე რთულია. უპირველესად, თქვენ უნდა აირჩიოთ სწორი დეზადორანტი და ხშირად იბანოთ იღლია.

სახის ფორების მსგავსად, ფორები იღლიის არეშიც შეიძლება დაბინძურდეს. უსიამოვნო სუნი ხშირად ასოცირდება ამ ნიუანსთან. ამიტომ, შხაპის მიღებისას უფრო ხშირად გაიხეხეთ დასაბანი ღრუბლით, ასევე, წაისვით სკრაბი იღლიის არეში.

სკრაბის წყალობით აკნეს, ანთების და შავი წერტილების კომპონენტები ღრმად იწმინდება იღლიის მიდამოში, რაც დადებითად მოქმედებს ოფლიანობის პროცესზე. ითვლება, რომ გაწმენდილი კანი იწყებს უკეთესად რეაგირებას დეზადორანტებზე. ასევე, ეფექტის გასამყარებლად, ძილის წინ შეგიძლიათ წაისვათ მსუბუქი დამატენიანებელი ამ ადგილას. ეს გააუმჯობესებს ფორებისა და ჯირკვლების მუშაობას, ასევე, აღმოფხვრის გაღიზიანებას, რომელიც დაკავშირებულია ჭარბ ოფლიანობასთან ან თმის მოცილებასთან.