როგორ მოიფიქროთ ექსკლუზიური მეტსახელი (nickname) სოციალური ქსელების ანგარიშებისთვის - rogor.ge

როგორ მოიფიქროთ ექსკლუზიური მეტსახელი (nickname) სოციალური ქსელების ანგარიშებისთვის

იფიქრეთ იმაზე, გსურთ თუ არა თქვენი ვინაობის გამხელა ინტერნეტში. თუ არ გსურთ, მაშინ შეეცადეთ გამოიყენოთ სხვადასხვა მეტსახელი თითოეულ თამაშში ან თითოეულ საიტზე. შეინახეთ ჩანაწერი, თუ სად რომელ მეტსახელს იყენებთ.

339060-601be2ac647c1601be2ac64801-1679045656.jpeg

დააკვირდით თქვენს სახელს და გვარს. ალტერნატიულად, შეაერთეთ გვარისა და სახელის ნაწილი, მიიღებთ უნიკალურ მეტსახელს.

2-1679045678.png

თუ გსურთ, ხაზი გაუსვათ თქვენს ასაკს. ამისათვის გამოიყენეთ დაბადების წელი და არა ასაკი ქსელში რეგისტრაციის დროს.

3-1679045690.png

მოიფიქრეთ მეტსახელი ქართულად და თარგმნეთ ინგლისურად, ამ შემთხვევაში საინტერესო ვარიანტებს მიიღებთ.

4-1679045706.1.png

თქვენი მეტსახელი უნდა იყოს სწრაფი და ადვილად წასაკითხი. უმჯობესია აირჩიოთ მარტივი მეტსახელი. გასათვალისწინებელია, რომ იზრდებით და ასაკთან ერთად თქვენმა მეტსახელმა არ უნდა გამოიწვიოს დაცინვა სხვა ინტერნეტ მომხმარებლების მხრიდან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამუშაოსთვის დაგჭირდებათ სხვა ანგარიშები, თუ არ გსურთ თქვენი მეტსახელით უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

4-1679045719.png

მეტსახელის არჩევისას, გოგონამ უნდა დაიმახსოვროს რამდენიმე წესი: უპირველესად, აირჩიეთ ნეიტრალური მეტსახელი, თუ არ გსურთ ზრდასრული მამაკაცის ყურადღების მიპყრობა. მეორეც, მეტსახელის არჩევისას გაავლეთ ზღვარი ქალურობასა და ვულგარულობას შორის.

6-1679045735.jpeg

მამაკაცებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ არ იყოს დისონანსი მეტსახელსა და მის ასაკს ან საქმეს შორის. მაგალითად, ზედმეტსახელი „პატარა პონი“ საკმაოდ სასაცილოდ და უცნაურად ჟღერს, როცა 40 წლის ხართ.

7-1679045745.jpeg