როგორ მოვქსოვოთ საათი ⏰
შემოაკარით იზოლაციის ლენტი "პრინგლსის" კოლოფს.
გამოჭერით თეთრი ქაღალდი ქილის თავსახურის დიამეტრის მიხედვით.
მონიშნეთ ცენტრი მარკერით.
შუაში გახვრიტეთ, რომ მოთავსდეს საათის მექანიზმი.
ჩასვით მექანიზმი.
დაიწყეთ ქსოვა.
ნაქსოვი ჯაჭვი შემოახვიეთ საათის მექანიზმს.
დაიყეთ ქსოვა მრგვლად, მჭიდრო ნაქსოვით.
წრის შესაქმნელად ნელ-ნელა გააკეთეთ თვლების მატება, ეს საშუალებას აძლევს ბრტყელ წრეს გაფართოვდეს.
დროდადრო წრე გაზომეთ პრინგლის ქილათი, რომ გაიგოთ, მიაღწია თუ არა საჭირო ზომას.
წრის დასასრულებლად ბოლო კვანძის დადებამდე, ჯაჭვის რამდენიმე ქსოვა გააკეთეთ.
ქსოვა განაგრძეთ წითელი ძაფით.
ამ მონაკვეტის შემთხვევაში ყველა ხაზში ყოველთვის ერთნაირი რაოდენობის თვლები შეინარჩუნეთ (ნაქსოვი არ გაზარდოთ და არც შეამციროთ), ვინაიდან ცილინდრი უნდა გამოვიდეს.
ჩასვით მექანიზმიანი ქილა ნაქსოვში.
დახატეთ წრე და ხაზები ყოველ 30 გრადუსზე.
საზომად გამოიყენეთ სპეციალური სახაზავი ტრანსპორტირი.
საჭრელით ყოველი საათის ადგილას ამოჭერით პატარა ოთხკუთხედები.
შემდეგ კი ქაღალდი ტრაფარეტად გამოიყენეთ საათების აღსანიშნავად.
12, 3, 6 და 9-სთვისგააკეთეთ დიდი ხაზები ორმაგი ძაფით.
შემდეგ, მოქსოვეთ წითელი "ფეხები",
მავთულს შემოახვიეთ ძაფი.
წითელი ძაფი წარმოადგენს ძაფს მარჯვნივ. ლურჯი ძაფი წარმოადგენს ძაფს მარცხნივ.
- 1 - წითელი ძაფი: გადადის მავთულზე მარცხნივ.შემდეგ მავთულის ქვეშ მარჯვნივ.ბოლოს გადადის ძაფზე და იჭიმება.
- 2 - ლურჯი ძაფი: მიდის მავთულის ქვეშ მარჯვნივ, შემდეგ მავთულზე მარცხნივ ბოლოს ძაფის ქვეშ გადადის და იჭიმება.
- გაიმეორეთ 1 და 2, სანამ მავთული არ დაიფარება.
ნახევარსფეროს დასაკრავად პინგ-პონგის ბურთი გამოიყენეთ სახელმძღვანელოდ. დროდადრო თვლებს უმატეთ ისე, რომ ნელ-ნელა პინგ-პონგის ბურთის ფორმას მიჰყვეს.
შემდეგ ყოველი ნახევარსფერო ჩადეთ მავთულის ერთ ბოლოში და მავთული ოდნავ მოხარეთ.
მექანიზმს ჩაუსვით ელემენტები,
წყარო: instructables.com