როგორ დავწეროთ ბიზნეს პროექტი
პროექტი შედგება: • თავფურცელი • ინფორმაცია განმცხადებლის და შემსრულებლის შესახებ • პროექტის აღწერა • პროექტის შესრულების განრიგი • ბიუჯეტი • მოსალოდნელი შედეგები • მონიტორინგი და შეფასება
პროექტის აღწერა ა) პრობლემის განსაზღვრა (არსებული სიტუაციის ანალიზი) გულისხმობს იმ კონკრეტული პრობლემის ხაზგასმას, რომლის საპასუხოდაც არის მიმართული თქვენი პროექტი. ბ) მიზანი გულისხმობს ფართო, ზოგად დებულებას იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა გსურთ. პროექტის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ისეთი სასურველი გარემოს ან პირობების შექმნა, რომელიც ლოგიკურ კავშირში იქნება (მიმართული იქნება) ზემოთ აღწერილ პრობლემასთან. გ) ამოცანები გულისხმობს კონკრეტულ ნაბიჯებს მიზნის მისაღწევად. აქ უნდა მიუთითოთ რა ამოცანების გადაჭრას ისახავთ თქვენს პროექტში მითითებული მიზნის მისაღწევად. მიზნის მისაღწევად შეიძლება დაისახოთ ერთი, ორი ან რამოდენიმე ამოცანა იმის გათვალისწინებით თუ როგორია თქვენი პროექტის სპეციფიკა. დ) განხორციელების გზები გულისხმობს კიდევ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს თქვენს მიერ დასმული ამოცანების შესასრულებლად. განხორციელების გზები არის პროცესი რომელმაც უნდა უპასუხოს კითხვებს: 1) “როგორ?” - როგორ განახორციელებთ თქვენი პროექტის ამოცანებს? 2) “ვინ” - ვინ მონაწილეობს თქვენი პროექტის განხორციელებაში? და რა არის მათი ფუნქციები პროექტში? ეს თავი უნდა შეიცავდეს პროექტის დროში განაწილებულ მსვლელობას. მასში უნდა აისახოს ეტაპებად დაყოფილი პროექტის შესასრულებლად გასაწევი საქმიანობა, განაწილებული თვეების (დღეების, კვირების, კვარტლების) მიხედვით თქვენი პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.