როგორ წავისვათ კონტური სწორად - მარტივი ხრიკები, რომლებიც თქვენს სახეს პროფესიონალური მაკიაჟის ეფექტს შესძენენ - rogor.ge

როგორ წავისვათ კონტური სწორად - მარტივი ხრიკები, რომლებიც თქვენს სახეს პროფესიონალური მაკიაჟის ეფექტს შესძენენ

მაკიაჟის კონტურირების გზას მხოლოდ ვიზაჟისტები არ მიმართავენ, სწორი მიდგომით მისი ყოველდღიურობაში გამოყენებაც საკმაოდ მარტივია.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შეარჩიოთ ისეთი ფერის ჩრდილები, რომლებიც თქვენს კანის ფერს ზუსტად შეეფერება და ისწავლოთ როგორ უნდა შექმნათ ბუნებრივი ჩრდილი. ამას გარდა, უნდა დაადგინოთ, როგორი ფორმის სახე გაქვთ.

მაგალითად, წაგრძელებული სახის შემთხვევაში მისი ფორმა უნდა გახადოთ შედარებით მრგვალი ფორმის, ამისთვის, კონტური უნდა წაისვათ შუბლისა და ნიკაპის კუთხეებში, სახის ცენტრალური ნაწილები კი პირიქით - ნათელი სილამაზის პროდუქტებით შეავსოთ.

კონტურის ფუნჯის გამოყენებით, გაამუქეთ თმის ხაზი შუბლზე და წარბების კიდეზე. წაისვით პროდუქტი ლოყებზე, ნიკაპზე და ცხვირის წვერზეც. განაგრძეთ კითხვა