როგორ მოვწესრიგდეთ სწრაფად, თუ ჩაგეძინათ დილით - rogor.ge

როგორ მოვწესრიგდეთ სწრაფად, თუ ჩაგეძინათ დილით

მოიშორეთ ნაოჭები, რომლებიც ბალიშზე წოლისგან გიჩნდებათ

ნაზად დაიმასაჟეთ თითოეული უბანი სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. ისინი მაშინვე არ გაქრება, მაგრამ თქვენ დააჩქარებთ პროცესს. შეეცადეთ დაიძინოთ ზურგზე, ან სულაც არ ჩარგოთ სახე ბალიშში. იფიქრეთ ბამბის ბალიშის აბრეშუმის ბალიშის შეცვლაზე. ეს ხელს შეუწყობს, რომ ძილის შემდეგ არ დაგრჩეთ ნაოჭები.

გააღვიძეთ სხეული

დიდი ალბათობით, აღარ გაქვთ დრო ფინჯანი ყავისა და გემრიელი საუზმისთვის. მაგრამ თქვენ უნდა გაიღვიძოთ. ეს არის სწრაფი გზა ენერგიის ასამაღლებლად: დალიეთ ჭიქა წყალი და მიირთვით ერთი მუჭა მაგნიუმით და ფოლიუმის მჟავით მდიდარი თხილი. მაგალითად, ნუში ან არაქისი. ასევე, ეფექტური მეთოდია, თუ რამდენჯერმე ახტებით. ორგანიზმი სწრაფად გამოფხიზლდება.

განაახლეთ თქვენი სუნთქვა

გაიხეხეთ კბილები მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში. არ შეიძლება კბილების გახეხვის უგულებელყოფა, მაგრამ თუ არ შეგიძლიათ, ერთი ჭიქა წყალი, ოხრახუში და უშაქრო საღეჭი რეზინი დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის მოშორებაში - ყველაზე ეფექტური იქნება ის, რომელიც შეიცავს ქსილიტოლს. დაღეჭეთ ჭამის შემდეგ ხუთი წუთის განმავლობაში.

მოიწესრიგეთ თმა

გრძელი თმა შეიძლება შეიკრათ, რათა დაფაროთ ცხიმიანი ბზინვარება. თუ თმა მოკლეა, სახვევით ან შარფით შეგიძლიათ შეიკრათ და სამსახურში ახალი სტილით მიხვიდეთ.

დამალეთ ჩაშავებები თვალების ქვეშ

დაასველეთ ყინულის კუბურები წყლით, შემოახვიეთ პირსახოცი ან ხელსახოცი და წრიული მოძრაობით მოატარეთ თვალების ირგვლივ. თუ ამან არ გიშველათ, წაისვით კორექტორის თხელი ფენა. ეცადეთ მეტი დაიძინოთ და ღამით ბევრი მარილი არ მიირთვათ: ის ინარჩუნებს წყალს ორგანიზმში. მოწევა ასევე ხელს უწყობს თვალების ქვეშ ჩაშავებების გაჩენას.

ჩაიცვით

შეამოწმეთ ამინდი და დღის პროგნოზი, ან თუნდაც ფანჯრიდან გაიხედეთ, თუ ქოლგა დაგჭირდებათ. დარწმუნდით, რომ აიღეთ სუფთა მაისური, ლაქების გარეშე. ჩახედეთ ჩანთაში: თქვენი საფულე, სამგზავრო ბარათი და სამუშაო ბარათი ისევ ადგილზეა?

შეგიძლიათ წინა დღეს გაიმზადოთ ჩასაცმელი მეორე დღისთვის. დაუთოვეთ ნივთები, შეარჩიეთ ჩანთა ან ზურგჩანთა, აიღეთ აქსესუარები. შედეგად აღარ მოგიწევთ ფიქრი იმაზე, თუ რა ჩაიცვათ დილით. ნებისმიერი შემთხვევისთვის შესაფერისი ნივთების გარდერობში შენახვა ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია. მოაწესრიგეთ ტანსაცმლის კარადა. მოიშორეთ შორეულ კუთხეში დაყრილი ნივთები, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაიცვათ, დაალაგეთ ტანსაცმლის ნივთები თაროებზე, დაკიდეთ საკიდებზე.