რა აჩენს სარკეზე მუქ ლაქებს და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან - rogor.ge

რა აჩენს სარკეზე მუქ ლაქებს და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან

რა აზიანებს ამალგამს?

სარკეზე არსებული ამალგამი მგრძნობიარეა პირდაპირი ზემოქმედების მიმართ. ესაა:

  1. მზის სხივები,
  2. ტენიანობა.
  3. წებო, რითაც სარკე გაქვთ დამაგრებული.

აბაზანის ავეჯის მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ, რაც შეიძლება იაფფასიანი სარკეები გამოიყენონ. საბოლოოდ სარკიანი კარადები და ზედაპირზე დაკრული სარკეები მალე გამოდის წყობიდან. ტენიანობა და მზის შუქი ანადგურებს უხარისხო ამალგამს. კიდევ ერთი მიზეზი ამალგამის დაზიანების, წებოა, რითაც სარკეები მაგრდება. თუ ის სპეციალურად სარკისთვის განკუთვნილი არ არის, შეიძლება ამალგამი გაცვითოს და ლაქად გამოჩნდეს. ხელოსნების უმეტესობა სპეციალურად სარკის წებოს შესაძენად თავს არ იწუხებს, საბოლოოდ კი მომხმარებელი ზარალდება.

შესაძლებელია თუ არა ამ ლაქის მოშორება

სამწუხაროდ, სახლის პირობებში ეს შეუძლებელია. თეორიულად, სარკის შეკეთება (ამალგამის აღდგენა) შეიძლება განხორციელდეს საწარმოში ვერცხლისწყლის და რიგი სხვა საშიში კომპონენტების გამოყენებით. ვინაიდან სახლში მას ვერ უშველით, შეგიძლიათ უბრალოდ, თავიდან აიცილოთ ამ ლაქების გაზრდა და გაფართოვება. გაგრძელება