როგორ ვიცხოვროთ ბინაში რემონტის პარალელურად - rogor.ge

როგორ ვიცხოვროთ ბინაში რემონტის პარალელურად

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ რეკომენდირებული არ არის რემონტის პარალელურად იმავე ბინაში ცხოვრება, რადგან გარდა დისკომფორტისა, ის უკავშირდება ისეთი ტოქსიკური ნივთიერებების ჩასუნთქვას, როგორიცაა: წებო, საღებავები, ლაქი და ა.შ. გარდა სუნისა, ისინი შეიძლება ალერგიული ფონის გამწვავების მიზეზიც კი გახდეს, განსაკუთრებით კი თუ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვი, ალერგიული ადამიანი, სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ადამიანი ან ორსული წევრი გყავთ. ცხადია, რემონტის პარალელურად ვერ იცხოვრებთ ახალაშენებული კორპუსის ბინის შავ კარკასში, თუმცა ხდება ხოლმე ისეც, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ ადამიანებს და თუნდაც დროებით დასარჩენად ფინანსური რესურსები არ ყოფნით, რომ რემონტის ხარჯების პარალელურად დროებითი საცხოვრებლის ხარჯზეც იზრუნონ. სწორედ ასეთ დროს ცხოვრობენ ისინი რემონტის პარალელურად და შესაბამისად, სარემონტო სამუშაოები შედარებით უფრო ხანგრძლივი ხდება. დისკომფორტის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ, ხშირად გაანიავოთ ის ოთახი, რომელშიც იმყოფებით. აღსანიშნავია, რომ რემონტის პარალელურად, იმავე სახლში ცხოვრების შემთხვევები უფრო ხშირია ძველ აშენებულ ბინებში, სადაც განახლებისა და ინტერიერის ცვლილების მიზნით იწყებენ რემონტს.

ეცადეთ, რომ არ დააგროვოთ ტოქსიკური ნივთიერებების დიდი რაოდენობა დახურულ სივრცეში, როგორიცაა საღებავების სუნი, წებო და სხვადასხვა ნივთიერებები. ასევე, საზიანოა სამშენებლო მტვერი და მისი ნაწილაკები მაქსიმალურად უნდა აირიდოთ თავიდან. სარემონტო მასალები და რემონტის მტვერი შესაძლოა სერიოზული პრობლემების გამომწვევი იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ერთერთი გზა, რითაც შეიძლება თავიდან აიცილოთ მსგავსი პრობლემების გამოწვევა ან/და გამწვავება, ჰიპოალერგიული და ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებაა. გაგრძელება

წყარო: ss.ge