როგორ დავყოთ ოთახი ზონებად რემონტის გარეშე - rogor.ge

როგორ დავყოთ ოთახი ზონებად რემონტის გარეშე

ფარდები

rogor4-1677650793.jpg

იმისათვის, რომ ოთახი მეტი ავეჯითა და ტიხრებით არ გადატვირთოთ გამოიყენეთ ნაჭერი. ფარდები შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მარტო ფანჯრებისთვის, არამედ ოთახის ზონებად დასაყოფად. ეს საკმაოდ პრაქტიკული და რაც მთავარია, მარტივი ვარიანტი გახლავთ.

ფარდებით ერთმანეთისგან შეგიძლიათ გამოყოთ სამზარეულო და სასადილო, ასევე ძალიან აქტუალურია ფარდები საძინებლისთვის, სადაც შეგიძლიათ მოიწყოთ სამუშაო კუთხე.

rogor4-1677651033.jpg

შეგიძლიათ შეარჩიოთ ფარდები ძაფის ეფექტით, თუმცა ასეთი ფარდები მთელ სიგანეზე არ იკიდება. ასეთი ფარდით მომცრო ზონის დაფარვაც საკმარისია.

rogor5-1677651048.jpg

სტელაჟი

rogor4-1677651087.jpg

მსუბუქი, მოხერხებული სტელაჟით ოთახის გაყოფა საკმაოდ აპრობირებული და ამასთანავე მარტივი გადაწყვეტილებაა. სტელაჟი შეიძლება იყოს ხის, შუშის, მეტალის. გარდა ოთახის გასაყოფი ფუნქციისა, სატელაჟი ნივთების შესანახადაც შეიძლება გამოიყენოთ.

rogor5-1677651103.jpg

სტელაჟი ძალიან მოსახერხებელია კაბინეტისა და ბავშვის ოთახის ზონირებისთვის. გაგრძელება

წყარო: ss.ge